„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2021 წლის 29 იანვარი ქ. გარდაბანი |
1. დადგენილების პირველი მუხლის „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის 2. პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 22) დანართი №19-ის შესაბამისად“;
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებულ იქნეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებიდან.“;
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის – „ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სამედიცინო და სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“;
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1- ის – „ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01) მე-6 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.“;
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის – „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 05) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.”;
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 -ის – „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 05) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის – „ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 06) მე-5 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის – „ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 06) მე-6 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში).“;
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 7-ის – „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 10) მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).“;
10.დადგენილებით დამტკიცებული დანართი 8-ის – „ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 11) მე-6 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).“;
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 10-ის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 13) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების შშმპ (მკვეთრი) სტატუსის მქონე წევრი, რომელიც არის ბავშვის მშობელი.“;
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 10-ის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 13) მე-5 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ლეიკემიით დაავადებულ, ეტლს მიჯაჭვულ (გარდა დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბენეფიციარებისა), მკვეთრად გამოხატული შშსმ უსინათლო, მეტყველება და სმენადაქვეითებულ, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შშსმ ბავშვებს (18წ.-მდე ასაკი) - 1 ივნისს.“;
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 11-ის – „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 14) მე-6 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცნობა ან/და ხელშეკრულება ბავშვის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ.“;
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 12-ის – „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 15) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 22 წლამდე: დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“;
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 12-ის – „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 15) მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ცნობის ან.და ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს (მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში).“;
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 13-ის – „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 16) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სამედიცინო და სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“;
17.დადგენილებით დამტკიცებული დანართი 13-ის – „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 16) მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).“;
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 14-ის – ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 17 ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო და სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“
19. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 14-ის – „ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 17 ) მე-6 მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში), (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს).“ ;
20. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 15-ის – „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 18) მე-6 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);“;
21. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 16-ის – „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 19) მე-6 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);“;
22. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 17-ის „სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 20) მე-6 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);“;
23. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის სახელწოდება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22)“;
24. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის – „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ჩვილი ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ბავშვთა კვებით უზრუნველსაყოფად დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.“;
25. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის – „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები.“;
26. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის – „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ე) ფორმა N100, სადაც მითითებული იქნება, რომ ბავშვი საჭიროებს ხელოვნურ კვებას (საკვების მითითებით).“;
27. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის – „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ჩვილ ბავშვთა, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ჩვილ ბავშვთა რაოდენობა.“
28. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 19-ის – „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 22) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. პროგრამის შედეგი
ჩვილ ბავშვთა, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ჩვილ ბავშვთა კვებისთვის მატერიალური დახმარება.“
29. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 20-ის – „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 23) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“
30. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 20-ის – „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 23) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 1 პუნქტის შემთხვევაში);“;
31. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 21-ის – „სოციალურად დაუცველ ოჯახების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 24) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე სოციალურად დაუცველი გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“
32. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 21-ის – „სოციალურად დაუცველ ოჯახების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 24) მე-6 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს);“
|