„ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 380.012.004.215
2000 წლის 18 აპრილის
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის 14-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა თანდართული ნიმუშის მიხედვით:
ა) ნოტარიუსის სამსახურებრივი მოწმობა შესრულებულია А 5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით. მოწმობა ერთგვერდიანია, ზომით 28 სმ X 19,5 სმ (ცდომილება + 0, 1 ან 2 მმ); შეიცავს 2 (ორ) ძირითად დამცავ ნიშანს: ბორჯღალსა და „ნოტარიუსთა პალატის“ წარწერას. მოწმობის ფერია ცისფერი, 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ შესრულებულია შავი ფერით.
2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობების დასამზადებელი ქაღალდის ნიმუში. ქაღალდის სიმკვრივეა 32 გ/მ2.
ჯ. ხეცურიანი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2000.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.04.2000. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 380.012.004.215.
- სად არის „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“, №48, 18.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 380.012.004.215 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50914/