მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2021
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №საკონტაქტო ტელეფონი:
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
matsne.gov.ge 2,754 სიტყვა · ~14 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
განაცხადი
ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები“ (შემდგომში – განაცხადი)
მუხლი 2
კომისია
ამ წესის განხორციელების მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია).
მუხლი 2
უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელმაც შეავსო განაცხადი „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“
მუხლი 2
უსახლკარო პირი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ  რეგისტრირებული პირი
მუხლი 2
უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი (შემდგომში ოჯახი)
ამ წესის მიზნებისათვის ოჯახად მიიჩნევა ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი გააჩნიათ ერთ მისამართზე და/ან ერთობლივი  განაცხადი წარმოადგინეს (ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, ასევე, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი)
მუხლი 2
უსახლკარო ოჯახი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ  რეგისტრირებული ოჯახი
მუხლი 2
ბენეფიციარი
აღნიშნული წესის ფარგლებში თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფილი პირი/ოჯახი
მუხლი 2
საცხოვრისი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისი
მუხლი 2
ოჯახის უმუშევარი წევრი
უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სრულწლოვანი არასაპენსიო ასაკის  წევრი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად
მუხლი 2
სამსახური
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა,ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდეგომში – სამსახური).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (8)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი: გვარი:
პირადი ნომერი:  __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი:
ქალაქი: სოფელი:
ქუჩა: სახლი №:
_________________________________                                ხელმოწერა _____________________________                                     თარიღი
პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი:
სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.10.2022 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.01.2026 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 19.05.2023 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.05.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2021 წლის 8 თებერვალი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით   უზრუნველყოფის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი № 2-ის შესაბამისად; გ) „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი № 3-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია დანართი №1 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით  დაკმაყოფილების პირობებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე/ოჯახებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება: ა) განაცხადი – ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები“ (შემდგომში – განაცხადი); ბ) კომისია – ამ წესის განხორციელების მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია). გ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი – მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელმაც შეავსო განაცხადი „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“; დ) უსახლკარო პირი – მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ  რეგისტრირებული პირი; ე) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი (შემდგომში ოჯახი) – ამ წესის მიზნებისათვის ოჯახად მიიჩნევა ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი გააჩნიათ ერთ მისამართზე და/ან ერთობლივი  განაცხადი წარმოადგინეს (ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, ასევე, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი); ვ) უსახლკარო ოჯახი – მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ  რეგისტრირებული ოჯახი; ზ) ბენეფიციარი – აღნიშნული წესის ფარგლებში თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფილი პირი/ოჯახი; თ) საცხოვრისი – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისი; ი) ოჯახის უმუშევარი წევრი – უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სრულწლოვანი არასაპენსიო ასაკის  წევრი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად; კ) სამსახური – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა,ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდეგომში – სამსახური). მუხლი 3🔗. უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით  უზრუნველყოფის კრიტერიუმები 1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი  (შემდგომში – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი; გ) პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ  ნივთზე საკუთრების უფლება; დ) პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; ე)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  მიღებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;  ვ) პირს არ გააჩნია რეგისტრირებული  შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი  ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში  არ ფიქსირდება პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის 4 (ოთხი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება).  გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ  დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; 2. პირი უსახლკარო პირად არ  დარეგისტრირდება (რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები): ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ  პირის  შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს  პირის    მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან  დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას; გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც უსახლკარო სტატუსის მაძიებელმა პირმა   თავშესაფრის  მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი; დ) კომისია ვერ მოიპოვებს ინფორმაციას პირის შესახებ.   3. უსახლკარო პირად რეგისტრაცია უქმდება, თუ: ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს; ბ) გამოვლინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უსახლკარო პირად  რეგისტრაციის გამომრიცხავი  გარემოება. მუხლი 4🔗. უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა 1. პირმა თავშესაფრის  მიღების მიზნით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა  ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა ან მრავალშვილიანი მშობელი, ვეტერანი და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. 2. პირის უსახლკარო პირად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირის  თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი თავშესაფრით დაკმაყოფილდება მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.  3  თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება კომისიის მიერ უსახლკარო პირად რეგისტრირებულ პირთათვის ქულათა მინიჭების სისტემა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა: ა) საცხოვრებელი პირობები – 1 -2 ქულა; ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – 1-2 ქულა; გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – 2 ქულა; დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა  ბაზაში – 1 ქულა;  ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაჯილდოებული  და/ან მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მქონე პირი – 1 ქულა. 5. ყველა იმ პირს, ვინც რეგისტრირებულია უსახლკარო პირად შეეთავაზება თავშესაფარი. 6. ქულათა სრული დამთხვევის შემთხვევაში კომისია პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. 7. პირველ ეტაპზე თავშესაფრით დაკმაყოფილდებიან  უფრო მაღალი ქულის მქონე პირები. 8. კომისიის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას  ბრძანების სახით  იღებს  სამსახურის უფროსი. 9. უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი თავშესაფრით კმაყოფილდება 18 (თვრამეტი) თვის ვადით. 10. პირის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 11. კომისია საჭიროებისამებრ (მაგრამ არაუგვიანეს თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 18 (თვრამეტი) თვისა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციას ბენეფიციარისათვის  თავშესაფარში განთავსების ვადის 18 (თვრამეტი) თვით გაგრძელების ან ვადის არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას  ბრძანების სახით იღებს სამსახურის უფროსი. 12. თავშესაფრით სარგებლობის პირობები განისაზღვრება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების, მიუსაფარი პირის ხელწერილის ფორმისა და მიუსაფარ პირთა თავშესაფარში  რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით და უსახლკარო პირის ხელწერილით, რომელზე ხელმოწერითაც პირი იღებს  პასუხისმგებლობას შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე. აღნიშნულის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი. 13. უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის მიღების  ან უსახლკარო პირად რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას ზემოთხსენებული ფაქტის დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე. მუხლი 5🔗. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით  უზრუნველყოფის კრიტერიუმები 1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა)  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ  ინფორმაციის მოძიებამდე ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე და, ამასთანავე, ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი ამავდროულად უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბ) ოჯახის არც ერთი წევრის  მიმართ არ ფიქსირდება უძრავ  ნივთზე  საკუთრების უფლება; გ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრს  არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;  ე) ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში  არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის  მიერ სახელმწიფო საზღვრის  4 (ოთხი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება).  გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ  დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; 2. ოჯახი უსახლკარო ოჯახად არ დარეგისტრირდება (რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები): ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ოჯახის მხოლოდ არასრულწლოვანი წევრ(ებ)ი; გ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან  დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას; დ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც ოჯახმა  საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი; ე) კომისია ვერ მოიპოვებს ინფორმაციას ოჯახში შემავალი პირების შესახებ. მუხლი 6🔗. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა 1. ოჯახმა საცხოვრისით   მიღების მიზნით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას“ და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა  ან პასპორტი) ასლი; ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. 2. განაცხადებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ოჯახს გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე; ბ) ოჯახს არ გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე. 3. ოჯახის  უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე ან უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახური, სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.  4. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში – კომისია გასცემს ქვემოთ მოცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთს: ა) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ –მარტვილის მუნიციპალიტეტის არსებული რესურსების შესაბამისად; ბ) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის მომლოდინეთა სიაში ჩარიცხვის შესახებ. ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრისით მარტვილის მუნიციპალიტეტის არსებული რესურსების შესაბამისად. 5. საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება კომისიის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის  ქულათა მინიჭების სისტემა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა: ა) საცხოვრებელი პირობები – (1 -2 ქულა); ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – (1-2 ქულა); გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი – 2 ქულა; დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ოჯახის წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი/წევრები,  რომელიც/რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა  ბაზაში – 1 ქულა; ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი – 2 ქულა; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 3 ქულა; ზ) ოჯახი, რომელშიც 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია – 3 ქულა; თ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაჯილდოებული და/ან  მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მქონე ოჯახის წევრი – 1 ქულა. 6.  პირველ ეტაპზე კმაყოფილდება უფრო მაღალი ქულის მქონე ოჯახები. 7. ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. 8. უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 7 (შვიდი)  კვადრატულ მეტრს. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრისის არსებული ფართების რესურსი ოჯახის ყველა წევრისათვის არ შეესაბამება საორიენტაციო საცხოვრებელ ფართს, დასაშვებია ოჯახისათვის ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. 9. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია, მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.  10. ის ოჯახები, რომლებიც  მარტვილის მუნიციპალიტეტის  მერიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2 (ორი) წლის ვადით. 11. საცხოვრისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება უსახლკარო ოჯახსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულებით, ასევე „სოციალური საცხოვრისის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით“, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს საცხოვრისით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი. 12. კომისია საჭიროებისამებრ (მაგრამ არაუგვიანეს საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლისა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და  გასცემს რეკომენდაციას ბენეფიციარისათვის ხელშეკრულების 2 (ორი) წლის ვადით გაგრძელების ან არგაგრძელების შესახებ, რის  საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 7🔗. უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი 1. განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება უარი უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, თუ: ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე და  რეგისტრირებული  არ არის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა  წევრი განაცხადის  ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია არ არის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა რეგულირდება სხვა კანონმდებლობით. დანართი №2 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადი დამტკიცებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებით ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ სახელი: გვარი: დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):  პირადი ნომერი:  __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი: გყავთ თუ არა ოჯახის წევრი? __ 1. დიახ                 __  2. არა ინფორმაცია განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 1 2 ინფორმაცია განმცხადებლის შემოსავლების შესახებ 1 2 პირის რეგისტრაციის მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩა: სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი: პირის ფაქტობრივი მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩა: სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი : განმცხადებელის მოვალეობა განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები. განმცხადებლის უფლება მოითხოვოს თავშესაფრით უზრუნველყოფა. გაეცნოს მის შესახებ შეგროვებულ ინ­ფორმა­ციას. მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე­ბების (შესწორებების) შეტანა.         ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.        ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფრით. გავეცანი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე. თანახმა ვარ (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის” მე-2 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.       _________________________________                                ხელმოწერა                _____________________________                                     თარიღი დანართი №3 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის  შესახებ განაცხადი დამტკიცებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის N3 დადგენილებით ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ სახელი: გვარი: დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):     __ __ __ __ __ __ __ __ პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი: გყავთ თუ არა ოჯახის წევრი? __ _ 1. დიახ                  __ _  2. არა ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან   მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი) № სახელი გვარი პირადი ნომერი დაბადების თარიღი   რიცხვი, თვე, წელი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ № ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრები   შემოსავლების შესახებ № 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩა: სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი: ოჯახის ფაქტობრივი მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩა: სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი : განმცხადებელის მოვალეობა განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის თითოეულმა წევრმა (კანონიერი წარმომადგენელი ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები. განმცხადებლის უფლება • მოითხოვოს მისი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა . • გაეცნოს მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინ ­ფორმა ­ციას. • მოითხოვოს მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე ­ბების (შესწორებების) შეტანა.         ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით . ვადასტურებთ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მოგვცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყოთ საცხოვრისით. გავეცანით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე. თანახმა ვართ (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის” მე-2 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერებით. № სახელი გვარი ხელმოწერა თარიღი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12