პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017992
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №11/ნ
2021 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში ინფორმაციის დამუშავების (სისტემაში ინფორმაციის შეტანა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება ან/და გაცემა) წესებს და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს სისტემაში ინფორმაციის დამუშავებაზე.
2. სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.
მუხლი 2🔗. სისტემის ადმინისტრირება
1. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, ასევე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს მართვის სისტემა.
2. მართვის სისტემა უფლებამოსილია სისტემის ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების მიზნით, განსაზღვროს სისტემაზე წვდომის/დაშვების დონეები.
3. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის/კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტატუსის არსებობის ფაქტის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშავოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) სქესი;
ე) მოქალაქეობა;
ვ) იურიდიული მისამართი;
ზ) ფოტოსურათი.
თავი II
სისტემის სუბიექტები
მუხლი 3🔗. სისტემის სუბიექტები
1. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს.
2. სისტემის სუბიექტები არიან:
ა) სამინისტრო;
ბ) მართვის სისტემა;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ხარისხის განვითარების ცენტრი);
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ცენტრი);
ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი);
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო);
ზ) იურიდიული პირი, რომელსაც სურს ან უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირები.
3. სისტემის სუბიექტები სისტემაში ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებენ მართვის სისტემის მიერ ავტორიზებული მომხმარებლების მეშვეობით.
მუხლი 4🔗. სისტემაში ავტორიზაცია
1. სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა. სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის სისტემის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება ხორციელდება უშუალოდ სისტემის სუბიექტის ან მართვის სისტემის მიერ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.
2. სისტემის თითოეულ სუბიექტს სისტემაში გააჩნია მისთვის მინიჭებული ინფორმაციაზე წვდომის მასშტაბი, რომლის ფარგლებში შესაბამის ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი სახის უფლებები:
ა) სისტემაში ასახული ინფორმაციის დათვალიერების/გამოყენების უფლება;
ბ) ინფორმაციის სისტემაში შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება;
გ) სისტემაში ასახული ინფორმაციის რედაქტირების უფლება;
დ) სისტემაში ასახული ინფორმაციის წაშლის უფლება.
3. ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის უფლება.
4. წვდომის მასშტაბი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული სახის უფლების მინიჭების საკითხი განისაზღვრება სისტემის სუბიექტისათვის კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
5. ავტორიზებული მომხმარებლის სისტემაში შესვლა ხდება მომხმარებლის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართის ავტორიზაციის პაროლის საშუალებით.
6. სისტემის სუბიექტი და ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას სისტემის უსაფრთხოების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისტემის სუბიექტი და ავტორიზებული მომხმარებელი პასუხისმგებელია დარღვევით გამოწვეულ შედეგზე.
თავი III
სისტემაში არსებული ინფორმაცია
მუხლი 5🔗. სისტემაში არსებული ინფორმაცია
1. სისტემაში მუშავდება შემდეგი კატეგორიის ინფორმაცია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ;
ბ) მოდულების შესახებ;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირების შესახებ;
დ) პროგრამების შესახებ;
ე) დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ;
ვ) პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ;
ზ) პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირების/ჩარიცხული პირების შესახებ;
თ) დაწესებულების დაფინანსების შესახებ.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების ან/და ინფორმაციის სისტემატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია განისაზღვროს სისტემაში სხვა ინფორმაციის (გარდა პერსონალური მონაცემებისა) დამუშავების აუცილებლობა, სისტემის სუბიექტები და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
თავი IV
ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ
მუხლი 6🔗. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ყველა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი.
2. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სტანდარტის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სარეგისტრაციო ნომერი;
გ) სტანდარტის მიზანი;
დ) პროგრამა(ებ)ზე დაშვების წინაპირობა(ებ)ი;
ე) დასაქმების სფერო – შესაძლებლობები;
ვ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფერო, მისანიჭებელი კვალიფიკაცი(ებ)ი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის მითითებით ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ზ) განათლების სტანდარტული საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) დონე, კოდი და აღმწერი;
თ) სწავლის შედეგები, რომლებიც განსაზღვრულია სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული კვალიფიკაციის შესაბამისად და ფორმულირებულია ევროპასის მეთოდოლოგიის მიხედვით;
ი) სტრუქტურა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციის მინიჭებისთვის განსაზღვრულ მოდულთა ტიპებს, მოდულების დასახელებებს/ჩამონათვალს, კრედიტთა ჯამურ რაოდენობას და მინიმალურ სავარაუდო ხანგრძლივობას;
კ) პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კოდი „დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის“ (ISCO-08) მიხედვით;
ლ) სტანდარტის შემუშავების საფუძვლ(ებ)ი;
მ) სტანდარტის განხორციელების ენა;
ნ) სტანდარტის რედაქცია/ვერსია;
ო) სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები)/გადახედვის ვადა;
პ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
თავი V
ინფორმაცია მოდულების შესახებ
მუხლი 7🔗. მოდულების შესახებ ინფორმაცია
1. მოდულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ყველა მოდული.
2. სისტემა, მოდულების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოდულის სახელწოდება;
ბ) მოდულის სარეგისტრაციო ნომერი;
გ) მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები)/გადახედვის ვადა;
დ) კრედიტების რაოდენობა;
ე) მოდულზე დაშვების წინაპირობა;
ვ) მოდულის აღწერა;
ზ) სწავლის შედეგები;
თ) მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
ი) მოდულის რედაქცია/ვერსია;
კ) მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა;
ლ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“- „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების, ასევე იმ გადაწყვეტილების, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის, რომელიც იწვევს ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
თავი VI
ინფორმაცია დაწესებულებების შესახებ
მუხლი 8🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლება.
2. სისტემა, დაწესებულებების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) სამართლებრივი ფორმა;
დ) დაწესებულების სახე;
ე) დაწესებულების ტიპი (სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირი);
ვ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი, ვადა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის/ავტორიზაციის გაუქმების თარიღი);
ზ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
თ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართ(ებ)ი – რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით;
ი) საბანკო რეკვიზიტები;
კ) ინფრასტრუქტურა;
ლ) მატერიალური რესურსი (ინვენტარი-აღჭურვილობა);
მ) საქმიანობის სფერო;
ნ) ბიზნესთან თანამშრომლობა;
ო) პასუხისმგებელი პირები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური, ელექტრონული ფოსტის მისამართი));
პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ადგილები;
ჟ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა“ – "ვ“, "მ“, "პ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწვეტილებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ – „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
მუხლი 9🔗. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესი და ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება.
2. სისტემა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) სამართლებრივი ფორმა;
დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართ(ებ)ი – რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);
ე) პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები);
ვ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
თავი VII
ინფორმაცია პროგრამების შესახებ
მუხლი 10🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესი, ასევე ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
2. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა;
ბ.ა) პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა);
ბ.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა);
ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება დუალური სწავლებით;
ბ.დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური ან კვალიფიკაციის დონე;
დ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფერო და შესაბამისი კოდი, დეტალური სფეროს მე-3 სვეტით განსაზღვრული სწავლის სფერო და შესაბამისი კოდი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ შესაბამისი კოდი, დასრულებული ან/და მილევად რეჟიმში არსებული პროგრამებისთვის;
ე) მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაციის დასახელება;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების რაოდენობა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის;
ზ) სწავლების ენა;
თ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა;
ი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილი (მისამართი);
კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა (თვეების/დღეების მიხედვით), სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები;
ლ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულები;
მ) მოდულის მისაღწევი სწავლის შედეგები;
ნ) მოდულის ხანგრძლივობა (კვირებში/საათებში);
ო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა;
პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის სწავლის საფასურის ოდენობა;
ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსი (ინვენტარი – აღჭურვილობა და მასალა-ნედლეული), ხოლო არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რესურსის მოთხოვნისათვის საჭირო ინფორმაცია;
რ) პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსის შესახებ ინფორმაცია;
ტ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება მართვის სისტემის მიერ, ხოლო „კ“, „ნ“ „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი აქტების ძალაში შესვლიდან ან გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში.
მუხლი 11🔗. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება აღნიშნული პროგრამების შემუშავება/დამტკიცების პროცესი და უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ყველა პროგრამა.
2. სისტემა, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროგრამის სახელწოდებასა და სახეს (მომზადება/გადამზადება);
ბ) პროგრამის ელექტრონულ ფორმას, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;
გ) პროგრამის ხანგრძლივობა;
დ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (ასაკი, განათლება და სხვ.);
ე) პროგრამის მოკლე აღწერა;
ვ) პროგრამის განხორციელების ადგილი;
ზ) ადგილების ზღვრული რაოდენობა პროგრამაზე;
თ) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე (მე-2/მე-3/მე-4/მე-5);
ი) პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსი (ინვენტარი – აღჭურვილობა);
კ) პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსი;
ლ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
თავი VIII
ინფორმაცია დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ
მუხლი 12🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ ინფორმაცია
1. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) თანამშრომლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) თანამშრომლის მიერ დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი, შესაბამისი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვით;
გ) თანამშრომლის განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, გავლილი ტრენინგები/სასწავლო კურსები) და სამუშაო გამოცდილება;
დ) პროგრამის/საგნის/მოდულისა და მიღების შესახებ ინფორმაცია, რომლის განხორციელებაშიც არის ჩართული თანამშრომელი (აკადემიური პერსონალი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
მუხლი 13🔗. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ ინფორმაცია
1. სისტემა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროგრამის სახელწოდება და სახე (მომზადება/გადამზადება);
ბ) პროგრამის განმახორციელებელი თანამშრომლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) თანამშრომლის მიერ დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი;
დ) თანამშრომლის განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, გავლილი ტრენინგები/სასწავლო კურსები) და სამუშაო გამოცდილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
თავი IX
ინფორმაცია პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ
მუხლი 14🔗. პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ ინფორმაცია
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ სისტემაში შესატანი კონკრეტული ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი პირები და მათი კონკრეტული ვალდებულებები განისაზღვრება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით.
2. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ სისტემაში შესატანი კონკრეტული ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი პირები და მათი კონკრეტული ვალდებულებები განისაზღვრება „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №71/ნ ბრძანებით.
თავი X
ინფორმაცია პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ
მუხლი 15🔗. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაცია
1. სისტემა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), საკონტაქტო მონაცემები (მობილური, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) განათლება (ზოგადი განათლების საბაზო ან საშუალო საფეხური, ინფორმაცია სხვა სახის განათლების არსებობის თაობაზე);
გ) პროგრამა, რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მოპოვება/მინიჭება;
დ) პირის სტატუსი (ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, აპლიკანტი, პროფესიული სტუდენტი, მომლოდინე, შეჩერებული, შეწყვეტილი, კურსდამთავრებული და სხვ.);
ე) პირის პროგრამაზე ჩარიცხვის/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, საფუძველი, შესაბამისი აქტის ნომერი და თარიღი;
ვ) პროგრამის დასრულების შემდეგ, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების აქტის ნომერი და თარიღი;
ზ) მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნომერი და სერია, გაცემის თარიღი, შესაბამისი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვით;
თ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართი;
ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი;
კ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია − სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, პირის სოციალური სტატუსის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისგან, პირის თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ.
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
მუხლი 16🔗. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაცია
1. სისტემა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) ინფორმაცია აპლიკანტის განათლების შესახებ;
გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის სახელწოდება და პროგრამის სახე (მომზადება/გადამზადება), რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მოპოვება/მინიჭება;
დ) პირის სტატუსი (რეგისტრირებული, აქტიური, შეწყვეტილი, კურსდამთავრებული);
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი;
ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიღებული ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ;
ზ) ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ.
2. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №71/ნ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში და წესით.
თავი XI
ინფორმაცია დაწესებულების დაფინანსების შესახებ
მუხლი 17🔗. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია
1. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების დაფინანსების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაწესებულების სახელწოდება რომლის დაფინანსებაც ხორციელდება, ამავე დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი და სამართლებრივი ფორმა;
ბ) დაფინანსების სახე (ვაუჩერული დაფინანსება; მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება);
გ) დაფინანსების ოდენობა;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ასევე მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
2. დაწესებულების დაფინანსების შესახებ სისტემაში ინფორმაციის შეტანა ხორციელდება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ვადებში.
თავი XII
სისტემის მონიტორინგი, ცვლილებები და პასუხისმგებლობა სისტემაში ინფორმაციის დამუშავებაზე
მუხლი 18🔗. სისტემის მონიტორინგი და სისტემაში არსებულ ინფორმაციაში ცვლილებები
1. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
2. იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო სისტემაში ინფორმაციის შეტანას, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. სისტემაში ცვლილებას ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციის შემტანი სისტემის სუბიექტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისტემაში ინფორმაციის ცვლილების/სისტემიდან ინფორმაციის ამოღების საფუძველია სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები ან/და ინფორმაციაში არსებული ტექნიკური შეცდომა.
მუხლი 19🔗. სისტემაში ინფორმაციის შეტანის ვალდებულება და პასუხისმგებლობა ინფორმაციის დამუშავებაზე
1. სისტემის სუბიექტები ვალდებულნი არიან, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში, ასახონ ინფორმაცია სისტემაში.
2. სისტემაში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული განსახორციელებელი მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სისტემის სუბიექტი.
თავი XIII
სისტემაში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია
მუხლი 20🔗. სისტემაში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია
1. სისტემაში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
2. სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის სუბიექტი, რომელმაც განახორციელა სისტემაში ინფორმაციის დამუშავება.
3. სისტემაში ინფორმაციის შემტანი სუბიექტის სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია დადგინდეს სისტემის სუბიექტის მიერ სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისტემის სხვა სუბიექტის მხრიდან დადასტურების აუცილებლობა და დადასტურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
თავი XIV
სისტემის უსაფრთხოება და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა
მუხლი 21🔗. სისტემის უსაფრთხოება
1. სისტემის ვებგვერდი განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.
2. სისტემაში არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.
3. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით მიღებულ შედეგზე.
4. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავება.
მუხლი 22🔗. სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და შენახვის ვადა
1. სისტემაში ასახული ზოგიერთი მონაცემი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.
2. სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნია:
ა) სისტემის სუბიექტის თანამშრომლებს, რომელთაც გააჩნიათ სისტემაში მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;
ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;
გ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში;
დ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, ვალდებულნი არიან დაიცვან სისტემაში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სისტემაში ასახული მონაცემები ინახება აღნიშნული პირების აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას, მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 75 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 75 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ – მონაცემები წაიშლება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება – პროფესიული სტუდენტისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სტატუსის შეწყვეტა, ხოლო დაწესებულებაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის – ამავე დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
7. სისტემაში ასახული მონაცემები, რომლებიც არ განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, ელექტრონულად არქივდება და ინახება, მათი სისტემიდან ამოღებიდან, 75 წლის განმავლობაში.
მუხლი 23🔗. სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)
1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ე.წ. აუდიტ ლოგირების საშუალებებით. მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციების და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.
2. სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.
3. ავტორიზებული მომხმარებლის ქმედების ლოგირება:
ა) ქმედების ტიპი-CRUD;
ბ) ქმედების ობიექტი;
გ) ქმედების დრო;
დ) მომხმარებლის სახელი;
ე) IP მისამართი.
4. შეცდომის ლოგირება:
ა) შეცდომის ტიპი;
ბ) შეცდომის დაშვების დრო;
გ) ქმედების ობიექტი;
დ) IP მისამართი.
მუხლი 24🔗. სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების ელექტრონული აღრიცხვა
1. მართვის სისტემა აწარმოებს სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროს და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებას და აღრიცხვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.
თავი XV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 25🔗. გარდამავალი დებულებები
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს სისტემის მონაცემთა წყაროს. ამ წესის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს სისტემაში ასახულ ინფორმაციად.
2. მართვის სისტემა ვალდებულია 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული ფუნქციონალის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი