მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №49

2021 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმისა და წესის“ დამტკიცების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ,,მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი“ თანდართული სახით.

2. მზღვეველი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოს 2021 წლის 1 აპრილიდან.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი



მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის  უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი (შემდგომ  წესი)
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი ადგენს მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმას და წესს.

2. მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანია მზღვეველის საქმიანობის გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საბაზრო დისციპლინის გაძლიერება და სადაზღვევო სექტორისადმი ნდობის ამაღლება.

3. მზღვეველი ვალდებულია ფლობდეს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ყველა მზღვეველისთვის.

5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.

მუხლი 2. მზღვეველის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მუდმივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის, მისი გასაჯაროების გზით. ამ მიზნით იგი ვალდებულია გამოაქვეყნოს სრული, ზუსტი და უტყუარი  ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე, ამ წესზე თანდართული დანართების შესაბამისად:

ა) დანართი №1 – „ინფორმაცია მზღვეველის აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელი უშუალო მესაკუთრის შესახებ“;   

ბ) დანართი №2 – „ინფორმაცია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ“.

2. მზღვეველი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის  ცვლილების შემთხვევაში, განახლებული ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს არაუგვიანეს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღისა.

3. მზღვეველი ვალდებულია მის მიერ გამოქვეყნებულ და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – „სამსახური)  დაცულ  ინფორმაციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს დაზუსტებული და უტყუარი ინფორმაცია სამსახურის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილება

1. სამსახური უფლებამოსილია დაამუშაოს მზღვეველის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის, დამუშავების შედეგები გამოაქვეყნოს სამსახურის ვებგვერდზე.

2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

 

 

 

დანართი №1

 

ინფორმაცია მზღვეველის აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელი უშუალო მესაკუთრის შესახებ

 

მზღვეველი:

სს „-------------------------“

მზღვეველის ს/კ:

 

 

გვარი, სახელი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)/სრული სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (იურიდიული პირის შემთხვევაში)

მოქალაქეობა/

რეგისტრაციის ადგილი

წილის %

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შევსების თარიღი: --/--/---- წელი

 

 

 

დანართი №2

 

ინფორმაცია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ

 

მზღვეველი:

სს „-------------------------“

მზღვეველის ს/კ:

 

 

გვარი, სახელი

მოქალაქეობა

წილის %

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შევსების თარიღი: --/--/---- წელი