„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №26/04 |
|
2021 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ:220090000.18.011.016494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ბარათის მფლობელის ხელმოწერას (ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ არის სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდება პინ-კოდის საშუალებით ან უკონტაქტო ტექნოლოგიით და თანხის ოდენობა არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უკონტაქტო ერთი ტრანზაქციისთვის განსაზღვრულ თანხის ზედა ზღვარს).“; 2. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2021 წლის პირველ ივნისამდე ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საბარათე ინსტრუმენტის შეზღუდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. 2021 წლის პირველ ივნისამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) ელექტრონული ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. 2021 წლის პირველ სექტემბრამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) მატერიალური ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება. ექვაირერი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტს წინასწარ, 2021 წლის 1 ივნისამდე, მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2021.
- როდის იქნა მიღებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.02.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №26/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016548.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №26/04, 25.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016548 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5109055/