თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2021 ძალადაკარგული 29.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.154.016436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2021 წლის 25 თებერვალი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო  ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-6  პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნორმატიული ფასის  განსაზღვრის   წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
დაბა   თიანეთის   ტერიტორიაზე   სახელმწიფოსა   და   თიანეთის   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი

ფორმულის მიხედვით:

                                                    C N = IMG X ITL X C X K

სადაც:

CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

IMG არის  მაკრომდებარეობის  ინდექსი,  რომლის  მნიშვნელობა  თიანეთის  მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23;

ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-3  მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი);

C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი  მნიშვნელობა  0.24 ლარის ტოლია;

K  არის  მიწის  ნორმატიული  ფასის  მარეგულირებელი  კოეფიციენტი  და მისი  მნიშვნელობა  200-ის ტოლია.


მუხლი 2.          
პირველი მუხლის შესაბამისად დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასია 11 ლარი (0.23 x 1 x 0.24 x 200).

მუხლი 3.            
დაბა სიონში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 90 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 9.9 ლარს.

მუხლი 4.      
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 3.3 ლარს.

მუხლი 5.           
დასახლებათა შორის არეალებში მიწის  ნორმატიული ფასი  განისაზღვროს დაბა  თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 2.75 ლარს.

მუხლი 6.         
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50  მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.5 ლარს.

 


მუხლი 7.          
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „თიანეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №4 (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/02/2020, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016416).

მუხლი 8.          
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 



თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.02.2024.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.02.2021. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.154.016436.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.02.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №3, 25.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016436 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5109159/