პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-268
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2021
matsne.gov.ge 407 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ მოთხოვნილი დიამეტრი (მმ) 87% 30.08.2023 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 15.07.2022 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 86% 19.12.2019 „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 86% 26.12.2025 წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 30.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-268 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები, თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები 1. პირველად წყალმოსარგებლესა (შემდგომში – „მიმწოდებელი“) და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს (შემდგომში – „მომხმარებელი“) შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები (შემდგომში – „ხელშეკრულების პირობები“) სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვინც ახორციელებს სარწყავი წყლის მიწოდებას ან/და მოხმარებას. 2. მიმწოდებელი უზრუნველყოფს სამელიორაციო სისტემის (ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა) მეშვეობით, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მომხმარებლისათვის წყლის მიწოდებას მიწოდების წერტილში, ხოლო მომხმარებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიღებასა და მიღებული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 3. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომსახურების გაწევის ადგილი; ბ) მომსახურების გაწევის დრო; გ) მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (წყლის მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად; დ) მომსახურების საფასური (ტარიფი); ე)  მომსახურების საფასურის გადახდის წესი; ვ) მომსახურების მიწოდებისა და შეწყვეტის პირობები; ზ) დავის გადაჭრის წესი; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. 4. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან დროებით შეააჩეროს მომსახურება, თუ მომხმარებელი უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 5. სარწყავი წყლის აღრიცხვის კვანძი წყლის მიწოდების წერტილში უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა, ხოლო მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მოვლა-შენახვაზე. 6. მომხმარებლისთვის პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). 7.  მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; ბ) მრიცხველისარ არსებობის შემთხვევაში – სათანადო აღრიცხვის კვანძის მონაცემების მიხედვით. 8. იმ შემთხვევაში თუ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სარწყავი წყლის მოხმარებას, ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული ან/და ანგარიშფაქტურა არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს შესაბამისი მონაცემები. 9. მომხმარებელმა მოხმარებული სარწყავი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 15 დღის ვადაში. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 10. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს სემეკი, კანონმდებლობით მისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სემეკი-ს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია სადაო გარემოების საფუძველზე მომხმარებლისათვის სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტა.