საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №15
2021 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
1. დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „ზიქსიფეი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 6 ივნისის №43 განკარგულება.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.