სს ”საქმშენინდუსტრიას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქმშენინდუსტრიას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
ფიზიკური პირი ანზორ კვარაცხელია (პ/ნ 01026001960; მისამართი: თბილისი, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N13ბ ბ.35), როგორც სააქციო საზოგადოება სს „საქმშენინდუსტრიას“ (საიდენტიფიკაციო/სარეგისტრაციოო ნომერი: 5/5-37; 211336035) (შემდგომში „საზოგადოება“) 1, 095, 176 (მილიონოთხმოცდათხუტმეტიათასასამოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 95.03692%-ს, სურვილს გამოთქვამს გამოისყიდოს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციები. მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციონერებისაგან (მინორიტარი აქციონერებისგან) მათ საკუთრებაში არსებული „საზოგადოების“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი ანზორ კვარაცხელია განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ. „საზოგადოების“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფიზიკური პირი ანზორ კვარაცხელია ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, „საზოგადოების“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოების“ აქციონერებს ეცნობება კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად. აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: „საზოგადოების“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ანზორ კვარაცხელიას (პ/ნ 01026001960; მისამართი: თბილისი, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N13ბ ბ.35) ტელ: 577402931
ანზორ კვარაცხელია