„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6/2021
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №6/2021

2021 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივრის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად – ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).“.

2. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და განყოფილების უფროსი.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ათავსებს ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა.

6. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებასთან ერთად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი