,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2021
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.115.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2021 წლის 26 მარტი
დაბა ლენტეხი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ‘’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართი N-1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
N - დანართი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი.
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამებიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.
თავი I
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებების და განვითარების პროგრამები
მუხლი 1🔗.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებების და განვითარების პროგრამები:
კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაფინანსების პროგრამა;
კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა;
შემოქმედებითი წახალისების პროგრამა;
ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების პროგრამა;
საჩუქრებისა, პრიზების, სიგელების და სპორტული ინვენტარის და მუსიკალური საკრავების შეძენის პროგრამა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა;
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის და სპორტი ბარიერების გარეშე ორგანიზებისა და ჩატარების პროგრამა;
ახალგაზრდული სპორტული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;
სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
წარმატებული სპორტსმენების და წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პროგრამა;
ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა.
თავი II
ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 2🔗.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების პასუხისმგებელი უწყება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტი მერიის განათლების, კულტურისა, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური).
მუხლი 3🔗.
კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.
კულტურის-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესახებ.
კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებათა პროგრამა (დებულება, პროექტი), ხარჯთაღრიცხვა, საბანკო რეკვიზიტები.
სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამიდან ხდება ლენტეხის მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობით.
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მოთხოვნათა განცხადებების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
განცხადებების განხილვა.შემოსული განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
სამსახური კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინასების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 6🔗.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინასების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლენტეხის მერის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ან/და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
მუხლი 7🔗.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსება.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.