„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში “ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ “ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში “ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს -44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის   „აწარმოე საქართველოში“

დირექტორის ბრძანება №ს-19 

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სააგენტოს მეწარმეობის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი   მიხეილ ხიდურელი

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

 

განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება

05.10.2020-26.10.2020

2

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა

05.10.2020-08.11.2020

3

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა

08.11.2020-24.11.2020

4

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება

24.11.2020-26.11.2020

5

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა

24.11.2020-10.12.2020

6

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

24.11.2020-18.12.2020

7

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება

01.12.2020-25.12.2020

8

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება

01.12.2020-18.01.2021

9

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

08.12.2020-08.02.2021

10

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

15.02.2021-15.03.2021

11

შედეგების გასაჩივრება

 05.04.2021-07.04.2021

12

საჩივრების განხილვა

 07.04.2021-21.04.2021

13

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

07.04.2021-21.05.2021

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

12.04.2021-30.06.2021

15

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

05.04.2021-20.07.2021

16

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

10.04.2021-5.10.2021

17

დამატებითი ტრენინგები

15.04.2021-30.11.2021

18

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

20.09.2021-25.11.2021

19

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

15.02.2021-30.11.2021