„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 თებერვალი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.154.016440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 29 მარტი

დაბა თიანეთი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                   
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 თებერვლის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 19/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016435 შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, თიანეთის   მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.”

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 გათვალისწინებულ შემთხვევებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი.

“4. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2905-ე მუხლით თანახმად, თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. “

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი.

„4.ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის 134-ე და 135-135მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზეც.”


მუხლი 2.            
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი