ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2021
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016313
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ხის რაოდენობა | ჯიში (სახეობა) |
| სულ (მოცულობა) მ3 | ხარისხის მიხედვით მ3, სულ მ3 |
| I ხარისხი | II ხარისხი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2021 წლის 26 მარტი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს „მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი“ დანართი №2-ის შესაბამისად.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №41 დადგენილება ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების“ შესახებ.
4.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი“) მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესს.
დ) მწვანე ნარგავების განკარგვის წესს
3. მოწესრიგების სფერო განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს:
ა)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის ერთიან სტანდარტებს.
ბ) წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტყეებზე და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
ბ) დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ხის ტოტების შეწვრთნა, გადაკაფვა და მწვანე ნარგავების გაახალგაზრდავება.
დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე, რომელსაც არ გააჩნია სასიცხლო ფუნქცია;
თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
კ) მწვანე ნარგავის დამზადება/ მოპოვება – ზეზემდგომი ხის, ბუჩქის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;
ლ) მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
მ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
ნ) მოსაჭრელი ხეების ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
ო) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის (მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი) შედგენა, რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს
პ) განკარგვა - ჭრით/გადაბელვით/ სტიქიური მოვლენის შედეგად - მოპოვებული საშეშე ხე-ტყის საკუთრებაში გადაცემა მართვის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.
ჟ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი დაზიანებული ხე-ბუჩქების მონიშვნა და დათვალიერების აქტის შედგენა.
რ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
ს) ნერგი – სანერგე განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
ტ) სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
უ) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
ფ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
ქ) ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ადგილიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი. ღ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
ყ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
შ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
ჩ) სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) შედეგად წაქცეული ხის მოპოვება - მოჭრა/გამოზიდვა
ძ)დასაწყობება - საშეშე/სამასალე ხე-ტყის მართვის ორგანოს მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.
თავი II
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მუხლი 3🔗.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
მუხლი 4🔗.
მოვლითი ჭრები
1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია:
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრულ ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარ დათვალიერების აქტის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 20%-ისა.
მუხლი 5🔗.
მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების ადგილი.
2. მოვლით ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.
3. სანიტარული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილმდებარეობის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება.
მუხლი 6🔗.
მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.
მუხლი 7🔗.
მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და ადგილის გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის მიერ.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა (დათვალიერების აქტი) და მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება, შესაბამისი ნებართვის გაცემა ხდება დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ. შეთანხმებით/ნებართვით დგინდება ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
7. დათვალიერების აქტი ინახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურში.
8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას.
9. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური ვალდებულია დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, გამოკვლევას ატარებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 9🔗.
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით (მათ შორის სტიქიის შედეგად) განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
მუხლი 10🔗.
აღდგენისა და გაშენების ფორმები
1. აღდგენის ფორმებია:
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების
მუხლი 11🔗.
განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
მუხლი 12🔗.
სპეციალური ჭრა
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), სასოფლო-სამეურნეო ნარგავების, საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 17-ე მუხლით დადგენილი წესით.
4.სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება მოხდეს 17-ე მუხლით დადგენილი წესით და ტრანსპორტირება მოხდეს „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
სპეციალური ჭრის განხორციელება
1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს:
ა) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ ადგილზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. დათვალიერების აქტი ინახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურში.
5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხის დიამეტრი არ შეესაბამება ხის ფაქტობრივ დიამეტრს. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.
მუხლი 14🔗.
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა
1. მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 13-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
მუხლი 15🔗.
მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა
1. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 12-ე მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
მუხლი 16🔗.
მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
მუხლი 17🔗.
ჭრით/სტიქიის შედეგად მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 მარტის №04 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 დათვალიერების აქტის საფუძველზე წარმოქმნილი საშეშე მერქნული რესურსის განკარგვა/გადაცემა უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მერქნული რესურსის გადაცემა ხდება მართვის ორგანოს მიერ, მართვის ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი თანხმობის წერილით განსაზღვროს მერქნული რესურსის გადაცემა/განკარგვის საკითხი.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 მარტის №04 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 დათვალიერების აქტის საფუძველზე წარმოქმნილი სამასალე ხე-ტყის განკარგვა/გადაცემა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფლებამოსილ პირსა და მეორეს მხრივ ფიზიკურ ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 მარტის №04 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 დათვალიერების აქტის საფუძველზე წარმოქმნილი საშეშე ხე-ტყის განკარგვა/გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ასევე მერის წარმომადგენელსა და შესაბამის ფიზიკურ ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის/ნებართვის შემთხვევაში.
3. სტიქიის შედეგად წარმოქმნილი (მოთხრილ/მოტეხილი) მერქნული რესურსის განკარგვა/გადაცემის უფლება მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის გარდა, მიეცეს ასევე მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში - საშეშედ შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ვალდებულია აღნიშნული სამუშაოების ჩატარებიდან დაუყოვნებლივ, (უქმეების შემთხვევაში მომდევნო სამუშაო დღეს) წარმოადგინოს ინფორმაცია წერილობითი სახით, მათ შორის სიტუაციის ამსახველი ფოტო-მასალა, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
4. ამ მუხლის I-ლი, II და III პუნქტებით წარმოქმნილი მერქნული რესურსი შეიძლება გადაეცეს სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით - პირადი მოხმარების მიზნით შესაბამის ფიზიკურ ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.
5. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფლებამოსილი პირი ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და მიმღები ფიზიკური ან/და იურიდიულ პირი.
6. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით.
7. ჭრას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
8.. ჭრით/გადაბელვით/სტიქიით მიღებული მერქნული რესურსი შეიძლება დასაწყობდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.
მუხლი 18🔗.
პასუხისგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისგებლობას საქართველოში მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19🔗.
მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესი
1. მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი (დანართი №2) გულისხმობს მოსაჭრელი ხეების აღრიცხვას, მონიშვნას, ადგილის გამიჯვნას, ხის რაოდენობას და დიამეტრის ჩვენებას.
2. დათვალიერების აქტი ადასტურებს ჭრის განხორციელების კანონიერებას.
3. დათვალიერების აქტს ადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური.
4. დათვალიერების აქტს ასევე ხელს აწერს დათვალიერების აქტის შევსებაში მონაწილე სხვა პირები.
5. დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ჭრა/გადაბელვა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ მართვის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის/ნებართვის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის დარღვევის შემთხვევაში დათვალიერების აქტი და შესაბამისი თანხმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად.
დანართი 2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის
ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის მიერ შედგენილი
მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი №-----
აქტის შედგენის ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი --------------------------
აქტის შედგენის თარიღი: -----------------------
მუნიციპალიტეტში შემოსული შეტყობინების სახე: ფიზიკური ან/და იურიდიული პირის განცხადება/კორესპოდენცია --------------------------------------------------------------------------------------------------------------, სატელეფონო შეტყობინება ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, აშკარა გადაუდებელი შემთხვევა/სტიქია და სხვა -----------------------------------------------------------------------------------------------------------
ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და საბოლოო დასკვნა:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის თანამშრომლებმა---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადგილზე გასვლით შესწავლილი იქნა მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა და დადგინდა შემდეგი::--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სიმაღლის თანრიგი ------------------------------------------------------ ჭრის სახე ----------------------------------------------------------------
ხის რაოდენობა
ჯიში (სახეობა)
ხის დიამეტრი DD t
მერქნის მოცულობა მ3
შენიშვნა
სულ (მოცულობა) მ3
ხარისხის მიხედვით მ3, სულ მ3
I ხარისხი
II ხარისხი
სულ შეშა ვარჯი ნარჩენი
აქტი შედგენილია ჩვენს მიერ, რაზედაც ვაწერთ ხელს:
1.
2.
3.
აქტის შევსებაში მონაწილე სხვა პირი:
1.
2.
(სახელი, გვარი, სტატუსი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დათვალიერების დროს დასურათებული იქნა ადგილი, რაზედაც გადაღებული იქნა სიტუაციის ამსახველი ფოტო-მასალა, რომელიც დანართად ახლავს დათვალიერების აქტს.