დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-30/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016858
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.08.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-30/ნ
2021 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.
3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3.
4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №4.
5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №5 და „აღწერის ფორმა“ - დანართი №6.
6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8.
7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9.
8. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №10-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს № 320 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე