სს „ჰუალინგ დაზღვევა“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №05/1-ლ
2021 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
1. სს „ჰუალინგ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406232214) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, „სს „ჰუალინგ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე“ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 დეკემბრის №05/3-ლ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში კომპანიის საფირმო სახელწოდებად, ნაცვლად სს „ჰუალინგ დაზღვევისა“, განისაზღვროს სს „ბბ დაზღვევა“.
2. სს „ბბ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით გაიცეს დადგენილი წესით.
3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ეს ბრძანება მზღვეველისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების თაობაზე შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე სამსახურის მიერ გაგზავნის დღეს.
6. ამ ბრძანების გაგზავნა დაევალოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
7. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.