საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №164
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022719
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2021
matsne.gov.ge 1,040 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დიპლომატიური წარმომადგენლობა
ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
თავდაცვის ატაშე
ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
მოძრავი ქონება
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშესთვის, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატებისთვის სამინისტროს მიერ სამსახურებრივი გამოყენების მიზნით გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი ნებისმიერი ძირითადი აქტივი, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ უძრავ ქონებას
მუხლი 2
როტაცია
ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
როტაციის წესით სამუშაო მივლინება
ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
სამინისტროს წარმომადგენელი
ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.11.2022 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2014 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.04.2024 გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 14.05.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №164 2021 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­­ლე­­­ბამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონებით სარგებლობისა და ამ ქონების იმავე ან სხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული: ა) ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვაზე, რომელიც რეგულირდება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით;              ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვაზე, რომელიც რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 2🔗.   ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა – ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;   ბ) თავდაცვის ატაშე – ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად;   გ) მოძრავი ქონება„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშესთვის, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატებისთვის სამინისტროს მიერ სამსახურებრივი გამოყენების მიზნით გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი ნებისმიერი ძირითადი აქტივი, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ უძრავ ქონებას; დ) როტაცია – ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;   ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად;   ვ) სამინისტროს წარმომადგენელი – ტერმინის მნიშვნელობა განიმარტება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.      მუხლი 3🔗. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მიერ მოძრავი ქონების მართვა 1. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშე, სამინისტროს წარმომადგენელი და მათ აპარატში დასაქმებული პირი ვალდებულია, რაციონალურად, ეფექტიანად და სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება, იზრუნოს მის მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოებაზე. 2. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშე, სამინისტროს წარმომადგენელი და მათ აპარატში დასაქმებული პირი პასუხისმგებელია ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონების დაზიანებისთვის აანაზღაუროს ზარალი, რომელიც მისი ბრალეულობით იქნება გამოწვეული (არ იგულისხმება მოძრავი ქონების ნორმალური ცვეთა). 3. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშე ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე, მივლინებაში გამგზავრებამდე ან სამსახურიდან განთავისუფლებისას, მისთვის მინდობილი ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონება გადასცეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ თავდაცვის ახალ ატაშეს, მოვალეობის შემსრულებელს ან მოადგილეს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს  და დააბრუნოს მოძრავი ქონება. 4. სამინისტროს წარმომადგენელი ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე ანდა როტაციით დადგენილ ვა­დაში ან ვადამდე გამოწვევისას, მისთვის მინდობილი ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონება გადასცეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ სამინისტროს ახალ წარმომადგენელს, მოვალეობის შემსრულებელს ან მოადგილეს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს და დააბრუნოს მოძრავი ქონება. 5. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს აპარატში დასაქმებული პირი (გარდა თავდაცვის ატაშესი) ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე ან/და როტაციით დადგენილ ვა­დაში ან ვადამდე გამოწვევისას, მისთვის მინდობილი ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონება, თავდაცვის ატაშეს წერილობითი თანხმობით, გადასცეს ამ აპარატში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს  და დააბრუნოს მოძრავი ქონება. 6. სამინისტროს წარმომადგენლის აპარატში დასაქმებული პირი (გარდა სამინისტროს წარმომადგენლისა) ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე ან/და სამსახურიდან განთავისუფლებისას, მისთვის მინდობილი ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონება, სამინისტროს წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, გადასცეს ამ აპარატში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს  და დააბრუნოს მოძრავი ქონება ამ მუხლით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული მოძრავი ქონების გადაცემისას და დაბრუნებისას ფორმდება წერილობითი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აისახება: ა) მოძრავი ქონების გადაცემისა და დაბრუნების მიზეზი, თარიღი, აგრეთვე მაიდენტიფიცირებელი და რაოდენობის ამსახველი მონაცემები; ბ) მოძრავი ქონების მიმღებისა და გადამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მუხლი 4🔗. მოძრავი ქონების გადაცემა იმავე ქვეყანაში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის 1. მოძრავი ქონება: ა) შენახვა-უსაფრთხოების მიზნით გადაეცემა იმ ქვეყანაში მყოფ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუ: ა.ა) მოძრავი ქონების გადაცემა შეუძლებელია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტების შესაბამისად; ა.ბ) თავდაცვის ატაშე და სამინისტროს წარმომადგენელი გამოიწვიეს როტაციით დადგენილ ვადაში ან ვადამდე და არ მოხდა სხვა თავდაცვის ატაშესა და სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გამოწვეული თავდაცვის ატაშესა და სამინისტროს წარმომადგენლის ჩანაცვლება; ბ) გადაეცემა იმ ქვეყანაში მყოფ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუ გაუქმდა თავდაცვის ატაშესა და სამინისტროს წარმომადგენლის თანამდებობა იმ ქვეყანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ვალდებულია, მიიღოს მოძრავი ქონება და უზრუნველყოს მისი შენახვა-უსაფრთხოება. შენახვა-უსაფრთხოების ხარჯები იფარება სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უარს აცხადებს მოძრავი ქონების მიღებაზე, მოძრავი ქონების ჩამოწერის და მისი განკარგვის საკითხი რეგულირდება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოძრავი ქონების გადაცემისას და დაბრუნებისას ფორმდება წერილობითი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აისახება: ა) მოძრავი ქონების გადაცემისა და დაბრუნების მიზეზი, თარიღი, აგრეთვე მაიდენტიფიცირებელი და რაოდენობის ამსახველი მონაცემები; ბ)  მოძრავი ქონების მიმღებისა და გადამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მუხლი 5🔗. მოძრავი ქონების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის სარგებლობაში  გადაცემა მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის რეგულირდება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791  დადგენილებით. მუხლი 6🔗. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა თავდაცვის ატაშესათვის, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატებისთვის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა თავდაცვის ატაშესათვის, სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატებისთვის რეგულირდება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791  დადგენილებით.