საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016883
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.01.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №27
2021 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის №95 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან სამართლის ან ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ე) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა.
მუხლი 2🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 3🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია
–
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ან სამართლის ან ეკონომიკურ-სამრეწველო ან პროექტების მართვის ან ოპერაციათა მენეჯმენტის ან სტანდარტების ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 4🔗. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის ან თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ბუღალტრული აღრიცხვის ან სტანდარტიზაციის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 5🔗. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის ან თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ბუღალტრული აღრიცხვის ან სტანდარტიზაციის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.