საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.10.2020 ძალადაკარგული 27.04.2021
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (15 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №95

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;

დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან საჯარო სამართლის ან სამართალმცოდნეობის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში  5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Powerpoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით  ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;

დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან საჯარო სამართლის ან სამართალმცოდნეობის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 3 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 3. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის მიმართულებით საკონსულტაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, იურიდიულ, ეკონომიკურ-სამრეწველო, პროექტების მართვის, ოპერაციათა მენეჯმენტის ან სტანდარტების ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სფეროში ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; NATO-ს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების კუთხით შესაბამისი განათლება; ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა- B1 დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 4. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ბიზნესის განვითარების და მენეჯმენტის მიმართულებით, საკონსულტაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, იურიდიულ, ეკონომიკურ-სამრეწველო, პროექტების მართვის, ოპერაციათა მენეჯმენტის ან სტანდარტების ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სფეროში ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; NATO-ს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების კუთხით შესაბამისი განათლება; ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 5. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ)  სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);

დ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან საჯარო სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 

3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე, სასურსათო ტექნოლოგიის, მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საწვავ-საპოხი მასალების, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;

თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის №238 დადგენილება;

ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება;

კ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;

ლ) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;

მ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;

ნ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება.

5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 6. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);

დ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის ან თავდაცვა/უსაფრთხოების ან საჯარო სამართლის ან ხარისხის მართვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;

თ) ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.

5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 7. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით;

ბ) მემცენარეობა და მეცხოველეობის მიმართულებით;

გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით.

2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის ან კვების მომსახურების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;

თ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;

ი)  „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება;

კ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 8. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით;

ბ) მემცენარეობა და მეცხოველეობის მიმართულებით;

გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით.

2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის და კვების მომსახურების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;

ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;

კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა.

მუხლი 9. ხარისხის კონტროლის სამმართველოს სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით.

2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ)  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანება;

თ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;

ი) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.

მუხლი 10. ხარისხის კონტროლის სამმართველოს სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით.

2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება, სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ)  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;

თ) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა.

მუხლი 11. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით;

ბ) სამხედრო საქმე და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით);

დ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (წარმოება და გადამუშავების მიმართულებით);

ე) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ინჟინერიის, სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების, ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ)  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება;

ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად  ცოდნა.

მუხლი 12. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით;

ბ) სამხედრო საქმე და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით);

დ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (წარმოება და გადამუშავების მიმართულებით);

ე) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ინჟინერიის, სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების, ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება;

ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება.

4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016837.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.04.2021-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 15 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №95, 22.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016837 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5007543/