საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2021
ძალის დაკარგვა 30.03.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016882
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,751 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
30.03.2023 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №26 2021 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით; დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან სამართლის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Powerpoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა. მუხლი 2🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასურსათო ტექნოლოგიის, მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საწვავ-საპოხი მასალების, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება; კ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; ლ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; მ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; ნ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება. 5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 3🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ინჟინერიის ან სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების ან ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად  ცოდნა. მუხლი 4🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის  განყოფილების  მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ინჟინერიის ან სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების ან ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა. მუხლი 5🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით; ბ) მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებით; გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით. 2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის ან კვების მომსახურების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 6🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით; ბ) მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებით; გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით. 2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის და კვების მომსახურების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა. მუხლი 7🔗. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით. 2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; კ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 8🔗. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით. 2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა.