„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-4 4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-32
2021 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სააგენტოს მეწარმეობის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
სსიპ – „აწარმოე საქართველოში“
დირექტორი მიხეილ ხიდურელი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები |
|
1 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება |
05.10.2020-26.10.2020 |
|
2 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა |
05.10.2020-08.11.2020 |
|
3 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა |
08.11.2020-24.11.2020 |
|
4 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება |
24.11.2020-26.11.2020 |
|
5 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა |
24.11.2020-10.12.2020 |
|
6 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში |
24.11.2020-18.12.2020 |
|
7 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება |
01.12.2020-25.12.2020 |
|
8 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება |
01.12.2020-18.01.2021 |
|
9 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
08.12.2020-08.02.2021 |
|
10 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
15.02.2021-15.03.2021 |
|
11 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება |
06.04.2021-08.04.2021 |
|
12 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა |
08.04.2021-28.04.2021 |
|
13 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
07.04.2021-21.05.2021 |
|
14 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
12.04.2021-30.06.2021 |
|
15 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
12.04.2021-20.07.2021 |
|
16 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი |
19.05.2021-05.10.2021 |
|
17 |
დამატებითი ტრენინგები |
19.04.2021-30.11.2021 |
|
18 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი |
20.09.2021-25.11.2021 |
|
19 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
15.02.2021-30.11.2021
|