ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,387.4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2021 წლის გეგმა

(ათას ლარებში)

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

7,387.4

02 01

გზების, ხიდების, ბოგირების და ინფრასტრუქტურის სხვა ღონისძიებების დაფინანსება

4,965.1

02 02

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

872.1

02 02 01

ბინათმშენებლობა

148.9

02 02 02

წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

218.8

02 02 03

გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

504.4

02 03

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

551.8

02 03 01

საკადასტრო რუქების მომზადება და საპროექტო-სახაჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

4.9

02 03 03

სკვერების მოწყობა  და   კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები

546.9

02 04

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები

993.5

02 05

სოფლის მეურნეობის განვითარება

4.9

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების, ხიდების, ბოგირების და ინფრასტრუქტურის სხვა ღონისძიებების დაფინანსება

დაფინანსება ათას ლარში

02 01

4,965.1

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზების მოვლა-პატრონობა (ორმული შეკეთება); მრავალბინიანი კორპუსების ეზოების მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზების მოხრეშვა; სანიაღვრე არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, ბოგირებისა და ცხაურების მოწყობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მაგრამ გრძელვადიანი საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი ითხოვს მიმდინარე (ორმული) შეკეთებას.

- ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. კორპუსების ეზოები საკმაოდ არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ტრანსპორტით თუ ფეხით მოუწესრიგებელი ტერიტორიის (ეზოების) გავლით უწევთ გადაადგილება. საჭიროა  მრავალბინიანი  კორპუსების  ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.

- მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელად უწევთ ქვიშა-ხრეშოვანი გზებით სარგებლობა, გზის საფარის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყველა სოფლის შიდა გზების უმეტესობა ამ ეტაპზე საჭიროებს მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას.

- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც დაგეგმილია გზის კაპიტალური სამუშაოები, მოსაწყობია ახალი ბოგირები და ცხაურები.

- პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგომარეობის  შენარჩუნება.

პროგრამის დასახელება

კოდი

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაფინანსება ათას ლარში

02 02

872.1

პროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ბინათმშენებლობა

დაფინანსება ათას ლარში

02 02 03

148.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო სარგებლობის ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. აქედან გამომდინარე, ქ.სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ფასადების, სადარბაზოების, სარდაფების, სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციას საჭიროებს.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაფინანსება ათას ლარში

02 02 04

218.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯების დაფინანსება, ასევე, განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოწყობა-მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მაღალმთიან ზონაში) არსებული წყლის სისტემები მოითხოვს რეაბილიტაციას და ასევე უნდა მოეწყოს ახლი სისტემები. სასმელი წყლის რეზერვუარები გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს აღდგენას

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაფინანსება ათას ლარში

02 02 05

504.4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის განათების მომსახურება და საახალწლო-საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებების შეძენა, ასევე არსებული განათებების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

დაფინანსება ათას ლარში

02 03

551.8

პროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საკადასტრო რუქების მომზადება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

დაფინანსება ათას ლარში

02 03 01

4.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკვერების მოწყობა და კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები

დაფინანსება ათას ლარში

02 03 03

546.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის არსებული დენდროლოგიური პარკის განახლება, მგზავრთა თანამედროვე ტიპის მოსაცდელების მოწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ქალაქის იერსახესა და შეუქმნის მოსახლეობას კომფორტულ პირობებს გადაადგილებისთვის.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები

დაფინანსება ათას ლარში

02 04

993.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა.   პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად.

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მეურნეობის განვითარება

დაფინანსება ათას ლარში

02 05

4.9

პროგრამის განმახორციელებელი

ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივ ფერმერთათვის აგროტურების მოწყობას, რომლის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების  განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფ