განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,085.0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2021 წლის გეგმა

04 00

განათლება

3,085.0

04 01

ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ( ბაღები და ბაგა-ბაღები)გაერთიანება

2,527.0

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

268.3

04 03

ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

198.9

04 04

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ( ბაღები და ბაგა-ბაღები) მშენებლობა

90.8

პროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება

დაფინანსება ათას ლარში

04 01

2,527.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ ”სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო და ბაგა-ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600 ბავშვი.  ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა  ხარჯს, მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია.სკოლამდელი გაერთიანება მოწოდებულია და მიზნად ისახავს  მოამზადოს ბავშვი ფიზიკურად, ჩამოაყალიბოს მორალურად და ინტელექტუალურად. ბაღების გაერთიანება აქტიურად მუშაობს თემატური პროექტების, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ამასთან, ხელს უწყობს შშმ ბავშვთა ჩართულობას სასაწავლო პროცესში, რაც თავის მხრივ შეამცირებს სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს. სკოლამდელი აღზრდა ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების  განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობააც.

პროგრამის დასახელება

კოდი

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

04 02

268.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილედება საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და აგრეთვე, დაფინანსდება საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

დაფინანსება ათას ლარში

04 03

198.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ ფესტივალ - კონკურსებში,  ემსახურება მომავალი თაობების ინტელექტუალურ, ესთეტიკურ-ზნეობრივ აღზრდას.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი  უზრუნველყოფს ახალგაზრდების თვითრეალიზაციისთვის საჭირო გარემოს შექმნას. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, ახალგაზრდული საქმიანობა ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურეობრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობას და ინტეგრაციას. ელექტრონული სერვისების დანერგვა- განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფრომირებას სხვადასხვა პროექტების შესახებ, რაც გაზრდის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობას. აგრეთვე, მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი მიზნად ისახავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელმისაწვდომს გახდის ყველა დაინტერესებული პირისთვის.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) მშენებლობა

დაფინანსება ათას ლარში

04 04

90.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება