მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,441.6 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,441.6
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები
149.4
06 01 01
ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი
149.4
06 02
სოციალური პროგრამები
1,292.2
06 02 01
ააიპ „სახლი თანადგომა“
172.2
06 02 02
ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“
97.7
06 02 03
დედათა და ბავშვთა დახმარება
209.0
06 02 04
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებები
801.9
06 02 05
დაკრძალვის ხარჯი
7.8
06 02 06
დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით
3.6
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ საზოგადოებრივი "ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი"
დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
149.4
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ საზოგადოებრივი "ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი"
პროგრამის აღწერა
პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა, დაავადებების კონტროლის პირველადი ღონისძიებები, ლაბორატორიული სინჯის აღება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა (მ.შ ტუბერკულოზის, შიდსის,სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების „B”, “C” და სხვა ჰეპატიტების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებების ეპიდზედამხედველობა, მართვა, პრევენცია და კონტროლის ღონისძიებები.
იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკაზე რუტინული სტატისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით, იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში, მონაცემთა რუტინული ანალიზი, შეფასება, დაზუსტება, ვაქცინათა მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში დადგენილი წესის მიხედვით.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისთის „ცენტრიდან“ ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, აგრეთვე, „B” ჰეპატიტის იმუნიგლობულინის გადაცემა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურეობას, სტრატეგიული შრატების, ანტირაბიული ვაქცინის და იმუნიგლობულინის მიღება-განაწილება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესით, გადამტანების არსებობის და გავრცელების არეალის დადგენა სეზონის განმავლობაში.
პარაზიტული დაავადებების ეპიდკონტროლი და პროფილაქტიკა.
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
„C” ჰეპატიტის, აივ-ინფექცია, შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულის სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართვას მოსახლეობის მასიური სკრინინგის უზრუნველყოფის მიზნით, დადებითი შემთხვევების კონფირმაციულ კვლევას და მკურნალობაში ჩართვას. 18 წლის ზემო ასაკის ყველა ბენეფიციარის სკრინინგულ კვლევებს, ვინც არ არის დასკრინული.
პროგრამის მიზანი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ სახლი ”თანადგომა”
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
172.2
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ სახლი ”თანადგომა”
პროგრამის აღწერა
ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება ააიპ „სახლი თანადგომისათვის“ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მრავლადაა გაჭირვებული ოჯახები, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებლობის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ფორმით მატერიალური დახმარების გაწევა.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიზიკური შესაძლებლობა, არიან მარტოხელები, დავრდომილები, ინვალიდები, უსახლკარონი, ის პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმწეოთა კატეგორიას და არ გააჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში იკვებონ თავისი შემოსავლით, მათთვის ყოველდღიურად (გარდა კვირისა) სადილით უზრუნველყოფა (დღეში ერთხელ) უმწეოთა სასადილოში. ამ კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცემა 2-3 ცალი პური კვირაში ერთხელ. პური გაიცემა სულადობის.
ამ პროგრამის მოქმედებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხვრებ უმწეოთა დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო საშუალებით. აგრეთვე, პროგრამაში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბინაზე მოემსახურებათ დავრდომილებსა და ღრმად მოხუცებულებს.
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ”
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
97.7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ”
პროგრამის აღწერა
მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში.
პროგრამის დასახელება
კოდი
დედათა და ბავშვთა დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
209.0
პროგრამის განმახორციელებელი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
პროგრამის აღწერა
ახალშობილთა დახმარება
ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-5 შვილი და მეტი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილისა და მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარს, მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 400 ლარს
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2020 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და დახმარება არ აქვს აღებული.
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ( 4 ან მეტი შვილი 18 წლამდე )
ფულადი დახმარება ითვალისწინებს მრავალშვილიან მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 30 ლარი თითოეულ ბავშვზე).
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
801.9
პროგრამის განმახორციელებელი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
პროგრამის აღწერა
1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება
1.1 მოქალაქეთა სამედიცინო დაფინანსება - მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებებისქირულგიული და კონსერვატიული მკურნალობა , სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურები; ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, 1.00 დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000 ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100 დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, არაუმეტეს 500 ლარის, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
1.2. მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება - მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას. ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, 1.00 დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით’ ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით. გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალურ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, მაქსიმუმ 300 ლარით 800 ლარის ზემოთ 400 ლარით. დ) PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევა დაფინანსდება 500 ლარით;
2. მარტოხელა მშობლების დახმარება - ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს)
3.სტუდენტების დახმარება - უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებს 500 ლარით გაეწევათ ერთჯერადად; ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000- ჩათ. სარეიტინგო ქულა.
4. უდედმამობავშვების დახმარება მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი - უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
5. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება; 1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება; - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300 (სამასი) ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, სხვა ომის მონაწილეები რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება გ) მრავალშვილიანი სოციალურად დაუვცელი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება. დ) თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით
8.ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთადა გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ფინანსური 200- 200 (ორას-ორასი) ლარიანი დახმარება 26 აპრილს
9. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება; ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების დახმარებას თითოელისათვის 200 ლარი ყოველთვიურად;
10. ლეიკემიით, ცერებლალური დამბლით, დაუნის სინდრომით, დიაბეტით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. 1.ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; 2. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით; 3. დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ერთჯერად ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 4. დიაბეტით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით.
11. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას- 500 ლარით
12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება; 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო, სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით;
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა (დაუზუსტებელი), მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც დაავადებულია ცეროზით-150 ლარის ოდენობით.
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ფსიქონერვული და შიზოფრენიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით;
4.ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით;
5.ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით;
ავთვისებიანი სიმსივნური (III და IV სტადია) დაავადების მქონე მოაქლაქეები ერთჯერადად დაფინანსდება 150 ლარით.
13. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; 1. მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. 2. -სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი 2020 წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 500- 2000 ლარის ოდენობით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს (საცხოვრებელი სახლი) 2021 წლისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით, 500-3000 ლარის ოდენობით . 3. სამტრედიის ადმინისტრაციული საზღვრებში მცხოვრები, ოჯახები, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას), უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განესაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 300-დან 1000 ლარის ჩათვლით
14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება -ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000-მდე
15. წითელი ჯვრის თანადაფინანსება სოციალურად იზოლირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების უმწეობის (ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ და ახალგაზრდები 15-27 წლამდე) შემცირებისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი რესურსების გამოყენება მათი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, განვითარების, საკუთარი ღირსებისა და თვითდაჯერებულობის გრძნობების ამაღლების მიზნით მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.
16. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 2021 წლის განმავლობაში თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი ) და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსება, ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება მათ ანგარიშზე. თანხა თვეში არაუმეტეს 1 050 ლარისა.
17. სამკერვალო საწარმო „გვირილა“-ში დასაქმებულ შშმ ქალების დახმარება ტრანსპორტირების კუთხით.
18. სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხარჯები;
19. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები
20. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბინის ქირის გადასახადი . განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა 100 ლარის ოდენობით.
21. აუტიზმი და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია - პროგრამა ითვალისწინებს 2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით ქალაქ სამტრედიაში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლის ჩათვლით ბავშვების,რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0-F84.9) ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით;
პროგრამის დასახელება
კოდი
დაკრძალვის ხარჯი
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
7.8
პროგრამის განმახორციელებელი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
პროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა მ.შ. ტრანსფერით 0.8 ათასი ლარი . - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით.
პროგრამის დასახელება
კოდი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
3.6
პროგრამის განმახორციელებელი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
პროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 1000 (ათასი) ლარიან ფულად სოციალურ დახმარებას და ასევე 200 ლარიან სასაქონლო ფორმით დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (9 მაისის დღესასწაულზე)