ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 21.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016340
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 683 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 12.09.2017 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 25.02.2016 საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 90% 17.01.2019 ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 30.01.2026 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის - ნიკო ნიკოლაძის სახელობის საპატიო ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №17 2021 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ მუხლი 1🔗 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დაწესდეს „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. 2. დამტკიცდეს „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება. 3. „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დიპლომის დამზადება უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. მუხლი 2🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სახსრების გათვალისწინება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედების დღიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია (შემდგომში – პრემია) გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. 2. პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში. 3. პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური კომისია და გამოავლენს საუკეთესოს საუკეთესოთა შორის. მუხლი 2🔗. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი 1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ. 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ მინდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე სამინისტროში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კერძოდ: ა) საკონკურსო განაცხადი; ბ) ავტობიოგრაფია; გ) პირადობის მოწმობის ასლი. 3. პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში. 4. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს. 5. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით. 6. პირს გარდაცვალების შემდეგ პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო მასზე წარდგენილი. 7. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნამუშევრის ხელმეორედ წარდგენა. 8. ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია პირს ენიჭება მხოლოდ ერთხელ. მუხლი 3🔗. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის კომისია 1. პრემიის მინიჭების უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განცხადების მიღებისა და განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და წარდგენის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდეგში – სამინისტრო) იქმნება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია (შემდეგეში – კომისია). 2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი), რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისია შედგება 7 წევრისგან (დარგის სპეციალისტებისა და თავმჯდომარისაგან), რომელსაც ამტკიცებს მინისტრი არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოვების ცერემონიაზე. 5. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის ავტორი. 6. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია კომისიის შემადგენლობისა და მუშაობის შესახებ; ბ) კონკურსზე წარდგენილი ყველა ნამუშევარი განიხილოს ობიექტურად; გ) გაეცნოს საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს, სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები. 7. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 8. კომისია თავის საქმიანობას წყვეტს ამ დებულებით დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენისთანავე. 9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არაუმეტეს ორი წარმომადგენლისგან იქმნება კომისიის აპარატი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საჭიროების შემთხვევაში, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნამუშევრების ექსპერტიზისა და გადარჩევის მიზნით, კომისიის მიერ იქმნება ქვეკომისია, რომლის დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი ნამუშევრების ავტორები გააგრძელებენ კონკურსს. 2. ქვეკომისია თავის დასკვნას ამტკიცებს ხმების უმრავლესობით. 3. პრემიის მოსაპოვებლად შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების ავტორებიდან კომისია გამოავლენს სამ ფინალისტს, რომელთაგან საუკეთესო გამოცხადდება გამარჯვებულად. 4. კომისიის გადაწყვეტილება პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭების შესახებ, მიიღება ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით. 5. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა კონფიდენციალურია დაჯილდოვების მომენტამდე.  6. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემიალური თანხა ნაწილდება თანაბრად. 7. კონკურსის გამარჯვებულს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 5🔗. პრემიის მინიჭების პირობები 1. ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია გაიცემა ერთ გამარჯვებულზე – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. პრემია ენიჭება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ მხატვრული ღირებულებით გამორჩეულ ნამუშევარს. 3. კონკურსში გამარჯვებულ პირს მიენიჭება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო. მუხლი 6🔗. კონკურსის შედეგის გამოცხადების წესი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ქვეყნდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.