„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №100

2021 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს; „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ ექსპლუატანტის მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მოთხოვნის არარსებობისას უნდა მოიცავდეს პროცედურებსა და ინსტრუქციებს პერსონალის მომზადების, სახიფათო ტვირთების მიღებაზე უარის თქმის, დაზიანებული შეფუთვის აღმოჩენისას შეტყობინების, კომპანიის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების გადაზიდვის პირობებისა და მათი გამგზავნის სწავლებების შესახებ,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების”) შესაბამის მოთხოვნებს;

შენიშვნა: სახიფათო ტვირთვის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის გაცემის  პირობები დადგენილია „სპეციალური ნებართვის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებით.“.

გ) „ტ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე