,,ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-46/ნ |
|
2021 წლის 14 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების:
ა) 22 პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვეყნის მასშტაბით ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის მოვლის დონეების მინიჭება დასრულდეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პაციენტის რეფერირების მექანიზმები/რეფერალის სქემა ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან;‘‘;
ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. 2023 წლის 1 იანვრიდან ანტენატალური სერვისის მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ იმ დაწესებულებებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ ანტენატალური რეგიონალიზაციის სათანადო დონე.‘‘;
გ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. ანტენატალური და პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მეან-გინეკოლოგებსა და მენეჯერებისათვის სავალდებულოა რობსონის კლასიფიკაციის დანერგვის ტრენინგის გავლა წელიწადში ერთხელ.‘‘.
2. ბრძანების №1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან (შემდგომში – სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი), ყველა პაციენტის რეფერალის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით (შიდა რეფერალი, შიდა ქსელური რეფერალი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არაპროგრამულად (პაციენტის/ოჯახის მიერ პირდაპირი ,,ჯიბიდან“ გადახდის შემთხვევები));“.
3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ანტენატალური სერვისების მოცულობა/კომპეტენციები დონეების მიხედვით) დანართები (ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (I დონე), (ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (II დონე) და ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (III დონე) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|