გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2021
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2021
matsne.gov.ge 925 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის მერიაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე     წარმოადგენს     განცხადებას   გორის მუნიციპალიტეტის მერიაშ სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო  ხელმძღვანელი
გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.06.2019 ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.04.2020 ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.03.2022 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 15.02.2016 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 88% 05.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2021 წლის 19 მაისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი“ №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა“  №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის“ ფორმა №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1 . წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის მერიაში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე     წარმოადგენს     განცხადებას   გორის მუნიციპალიტეტის მერიაშ სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ) უშუალო  ხელმძღვანელი – გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. 2. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 4. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) CV; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის გორის მუნიციპალიტეტის მერთან. 6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 7. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე. მუხლი 5🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1 . სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო  ხელმძღვანელის  მითითებით  შეასრულოს  კონკრეტული დავალებები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2 . სტაჟიორი ვალდებულია : ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას გორის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის  და სტაჟიორის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი  სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის ყოველდღიური  საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. 3. სტაჟიორის   ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. მუხლი 7🔗. სტაჟირების  შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების  შეწყვეტის  შესახებ  გადაწყვეტილებას  იღებს  გორის მუნიციპალიტეტის მერი,  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების   ვადის   გასვლის   შემდეგ,   გორის მუნიციპალიტეტის მერი,  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის რეკომენდაციით  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2.  სტაჟიორის დადებითად  შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა  სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი №2 სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა 1. გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა  -------------------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი -------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: --------------- ------------------------------------------------------ 7. განათლება (როდის - რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) --------------------- ---------------------------------------------------------------------------------- 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა და სად? ------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------- 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი (დიპლომის არსებობის შემთხვევაში) ----------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ? -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ----------------------------------------------------------------- 12. გთხოვთ  ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები : ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) CV; გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (არსებობის შემთხვევაში). „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვაცხადებ თანხმობას სტაჟირების მიზნებისათვის საჭირო ყველა ჩემი მონაცემი, მათ შორის: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, რომელშიც ვსწავლობ ან ვსწავლობდი, უმაღლესი განათლების მიმართულება, დარგი/სპეციალობა, გადაეცეს გორის მუნიციპალიტის მერიას. დანართი №3 გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი სერტიფიკატი გადაეცემა  ------------------------------------------------------------------------------                                                                         (სახელი, გვარი) გორის მუნიციპალიტეტის მერიაში  ------------------------------------------------------------ სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის სტაჟირების პერიოდი:  „-----“  „------------------“  20--- წ -დან. „-----“  „------------------“  20--- წ -მდე. გორის მუნიციპალიტეტის მერი ------------------------------------------                        -------------------- ხელმოწერა                                                           თარიღი.