“მომუშავე პენსიონრებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.12.2000 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№252/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.070.020.11.119.004.554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 12/01/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო რეგისტრაციის კოდი 280.070.020.119.004.554

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება№252/ნ

2000 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილია პენსიონერთა კატეგორიები, რომლებსაც მუშაობის პერიოდში სრულად ეძლევათ პენსია (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რეპრესირებულები და მათი ოჯახის წევრები, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულები და დაინვალიდებულები), მიუხედავად მათ მიერ მიღებული შემოსავლისა. მათზე პენსიების გაცემა ხორციელდება სამუშაო ადგილის მიხედვით, რომელიც შემოღებული იყო საბჭოთა პერიოდში და მას ჰქონდა შესაბამისი დატვირთვა, მომუშავე პენსიონერების შემოსავლებიდან გამომდინარე პენსიების გაცემის რეგულირებაში.

არსებული მდგომარეობა ძირფესვიანად შეცვლილია და პენსიების გაცემა აღარ არის დამოკიდებული შემოსავლებთან, ამასთანავე გაძნელებულია სამუშაო ადგილის მიხედვით პენსიების გაცემის კონტროლი.

„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 დანართის შესაბამისად. მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1.   მომუშავე პენსიონერებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუშაობის პერიოდში უფლება აქვთ მიიღონ პენსია შემოსავლის მიუხედავად, პენსიების გაცემა მოხდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ფოსტებისა და ბანკების მეშვეობით.

2. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უზრუნველყოს მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის ორგანიზაცია.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ხაჩიძეს.

ა. ჯორბენაძე