შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022792
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 550 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 90% 12.11.2020 შპს „ვარციხე-2005-ისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 10.12.2020 ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 10.12.2020 ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 28.12.2021 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/23/1652 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/23/1652 განჩინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 87% 27.10.2023

დოკუმენტის ტექსტი

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №236 2021 წლის 25 მაისი ქ. თბილისი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ მუხლი 1🔗 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე საქართველოს მთავრობის  2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – კონცეფცია) მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, დაეკისროს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და განისაზღვროს ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად 2023 წლის 1 იანვრამდე: 1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი  სისტემის ოპერატორის – სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406312690). 2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი  სისტემის ოპერატორის – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405460594). მუხლი 2🔗 1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებელი მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებზე კონცეფციით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველსაყოფად, მისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ არეალში იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის: ა) რომლებსაც არ აქვთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებლებთან: ა.ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის – როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასა (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) და საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სხვა მწარმოებლებთან) თანამშრომლობით (მათ შორის, ელექტროენერგიის შესყიდვაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გზით); ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, კონცეფციიდან გამომდინარე, სხვა საცალო მომხმარებლებისთვის – როგორც ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი; ბ) რომლებმაც ვერ აირჩიეს ან დაკარგეს მიმწოდებელი – როგორც ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების: ა) ამოქმედებამდე თავიანთ მომსახურებას ახორციელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამოქმედების შემდეგ, კონცეფციის მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე და ახორციელებენ მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით, კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების (უნივერსალური მიმწოდებლის შემთხვევაში), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მიმწოდებლებისთვის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის კონკურენტული ფასის მარჟა განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისი სატარიფო წლისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილ უნივერსალური მომსახურების კომპონენტსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისთვის დადგენილ საჯარო მომსახურების კომპონენტს შორის უდიდესი მაჩვენებლით (თეთრი/კვტ.სთ). მუხლი 3🔗 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულების შესრულებისათვის ტარიფების დადგენის საკითხი და მომსახურების გაწევის წესები (მათ შორის, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით) რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში  – კომისია) მიერ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის: ა) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის კონკურენტული ფასის მარჟად გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ შესაბამისი სატარიფო წლისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების კომპონენტსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისთვის დადგენილ საჯარო მომსახურების კომპონენტს შორის უდიდესი მაჩვენებელი (თეთრი/კვტ.სთ); ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულმა კომპანიებმა უზრუნველყონ სათანადო პროცედურების დაწყებისთვის კომისიისათვის მიმართვა, დადგენილი წესისა და ვადების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი