2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 28.05.2021
ძალაში შესვლა 01.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2020 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №3
2021 წლის 28 მაისი
ქ.თბილისი
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის
ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 35-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
2021 წლის პირველი ივლისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს:
1. 2021 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2017 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ფონური ბადეების ტონალობების ცვლილების (ბანკნოტის ძირითადი ფერის შეუცვლელად) გათვალისწინებით და გამოშვების წლით „2021“;
2. 2021 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ბანკნოტის ძირითადი ფერის შეუცვლელად ფონური ბადეების ტონალობების, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილებების გათვალისწინებით და გამოშვების წლით „2021“.
მუხლი 2🔗
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3🔗
საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე