„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №07

2021 წლის 3 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №06 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ნ“ ქვეპუნქტი:

„ა.ნ) ფსიქიატრია.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში მონაწილეობის განაცხადის ფორმა განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე. სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებულ განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტაციონარული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში – სტაციონარული დაწესებულების ნებართვის და ნებართვის დანართების (შესაბამის საქმიანობებში) ასლები, ხოლო ამბოლატორიული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში – მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი შეტყობინების ასლი;

ბ) მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი, საკუთარ დაწესებულებაში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების სრული ჩამონათვალი, ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებების დასახელება, სადაც განხორციელდება მეზღვაურის რეფერირება;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სპეციალობების სერტიფიცირებულ ექიმ- სპეციალისტთა სია (რაოდენობა და კვალიფიკაცია);

დ) დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმების სია ან/და უფლებამოსილი ექიმის შერჩევაში მონაწილეობის მსურველთა კანდიდატურა;

ე) სამედიცინო დაწესებულების ბეჭდის ნიმუშები და ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუშები (2 (ორი) ეგზემპლარი);

ვ) ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის მოქმედი სერტიფიკატი, ამასთანავე, თუკი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი გაცემულია აღიარების შემოტანამდე წინა წელს, მაშინ სერტიფიკატთან ერთად უნდა წარადგინოს აღიარების შემოტანის წელს ჩატარებული საზედამხედველო აუდიტის ანგარიში ან /და შეთანხმება საზედამხედველო აუდიტის შესახებ;

ზ) განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

თ) შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მოსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვოს მეზღვაურის თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებისა და სააგენტოსთვის მიწოდების თაობაზე.“;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი ექიმი ვალდებულია:

ა) იცნობდეს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს;

ბ) „სამედიცინო მოწმობების ელექტრონულ მოდულში“ დაუყოვნებლივ შეიყვანოს ინფორმაცია იმ მეზღვაურის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გამოუვლინდა შრომისუუნარობა დასაკავებელი თანამდებობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის;

გ) იცნობდეს იმ სამედიცინო დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემას, სადაც ახორციელებს უფლებამოსილი ექიმის საქმიანობას;

დ) სააგენტოს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ცვლილებების შესახებ:

დ.ა) სამუშაო ადგილის შეცვლა;

დ.ბ) საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა;

დ.გ) ექიმის ბეჭდის ან ხელმოწერის ნიმუშის შეცვლა;

დ.დ) საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის შეჩერება/გაუქმება;

ე) სააგენტოს, სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე, შეატყობინოს გადაწყვეტილება უფლებამოსილ ექიმად საქმიანობის შეწყვეტის შესახებ;

ვ) მოწმობის გაცემისას გაითვალისწინოს გემის ცურვის რაიონის, მეზღვაურის საცხოვრებელი პირობების და საქმიანობის სფეროს სპეციფიკა;

ზ) შეიყვანოს ინფორმაცია და ატვირთოს ჩატარებული კვლევების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ყოველ შემოწმებულ მეზღვაურზე სააგენტოს მიერ ელექტრონულ სივრცეში განთავსებულ „სამედიცინო მოწმობების ელექტრონულ მოდულში“;

თ) მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გასცეს სამედიცინო მოწმობის დუბლიკატი. დუბლიკატზე აუცილებლად დატანილ უნდა იქნეს „დუბლიკატი“-ს ან „ასლი“-ს შტამპური წესით დამზადებული ნიშანი და მასში აუცილებლად უნდა მიეთითოს დუბლიკატის გაცემის თარიღი, სამედიცინო შემოწმების ჩატარების თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პირველადი შემოწმებით დადგენილ ვადას.“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო აწარმოებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმების ელექტრონულ რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) და განათავსებს მონაცემებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმების შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რეესტრში სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შეტანა ადასტურებს მის უფლებამოსილებას, შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მოწმობა.“;

ვ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2015 წლის 1 იანვრიდან სააგენტო შეარჩევს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ISO სერიის ხარისხის სერტიფიკატის მქონე დაწესებულებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი