„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №257 |
|
2021 წლის 4 ივნისი ქ. რუსთავი |
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.“
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ პუნქტები:
„ი) აუქციონატორი – ნებართვის გამცემის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;“
კ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი – აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილ პირზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგი, გამარჯვებულის დასახელება, ლოტის დასახელება, ნებართვის მოქმედების ვადა და აუქციონის სრული საფასური;
მ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ნ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
ო) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა;
პ) ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება ნებართვის გამცემსა (ან მის წარმომადგენელს – რწმუნებულ პირს) და აუქციონში გამარჯვებულს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენის შემდგომ, აუქციონის პირობებით/ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში და შეიცავს ლოტის განკარგვის პირობებს, აუქციონის სრული საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და სხვა პირობებს;
ჟ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად“;
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;“
4. მე-5 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. აუქციონის პირობებს, მათ შორის, ლოტების რაოდენობას, ნებართვის გაცემის საწყისს ფასს, მისი გადახდის ვადასა და წესს, აუქციონის ბეს, ბიჯის ოდენობას, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას, განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ნებართვის გამცემის წარდგინებით.“
5. მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურს 3 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას (წერილობითი შეთანხმება) იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს.“
6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი. აუქციონატორი უზრუნველყოფს აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას ელექტრონული აუქციონის ფორმით.“
7. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას.
8. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. ნებართვის მოქმედების ვადას.“
9. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და ნებართვის გაცემის საწყისს ფასს;“
10. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ. აუქციონის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების ვადას და აუქციონის სრული საფასურის გადახდის ვადას“.
11. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - „ნებართვის გამცემი“) წარდგინებით. ნებართვის გაცემის საწყისი ფასის დადგენის მიზნით დაკვეთას აუდიტორული/საექსპერტო კომპანიისათვის უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ან/და მერიის უფლებამოსილი პირი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №1.1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“
14. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონტროლი სანებართვოს პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება ნებართვის გამცემის ან/და მის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
15. მე-10 მუხლს შემდეგი რედაქციის დაემატოს მე-8 და მე-9 პუნქტები:
„ 8. „ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, ნებართვის გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ნებართვა ახალ მფლობელზე განკარგოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით. ნებართვის ყოველი ახალი მფლობელი წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.“
9. სანებართვო ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“
|