შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №06/3-რ |
|
2021 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
1. გაუქმდეს შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერ სიჯიეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405367044, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012050) რეგისტრაცია.
2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეის“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში).
4. ეს ბრძანება სადაზღვევო ბროკერისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების თაობაზე შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე სამსახურის მიერ გაგზავნის დღეს.
5. ბრძანების გაგზავნა დაევალოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
6. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსის მოველეობის
შემსრულებელი ირაკლი თუთარაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
- „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 09.06.2021. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/3-რ.
- სად არის „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“, №06/3-რ, 09.06.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5189577/