„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №19592 |
|
2021 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი |
1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საცალო სარეალიზაციო პუნქტი:
გ.ა) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი;
გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტი;
გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური/კომპლექსი;
გ.დ) ნებისმიერი იმ პირის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტი, რომელსაც გზათსარგებლობის საფასურის ბარათები მიღებული აქვს:
გ.დ.ა) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდით, ან
გ.დ.ბ) არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი გარანტიის წარდგენით;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.