„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №41820 |
|
2021 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საფასურის გადამხდელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) საქონლის გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) მფლობელი ან მძღოლი.“;
ბ) მე-2 მუხლის 21 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები სრულად არის შესრულებული და ბარათების რეალიზატორი პირი ითხოვს ბარათების ახალი ოდენობის გადაცემას იმავე გარანტიით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორ პირს გადასცეს ბარათების ახალი ოდენობა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2021. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №41820. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016659.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №41820, 29.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016659 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5340406/