„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24312
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №24312

2024 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა  და  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის  №27256  ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სახაზინო სამსახურში  (სახელმწიფო  ხაზინაში)  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს  სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302006000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2024 წლის  14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

სამსახურის უფროსი                                                                ლევან კაკავა