„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 30-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
6. პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.“.
2. 391 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
4. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.“.
მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ კანონის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
თბილისი, 22 ივნისი 2021 წ. N671-IVმს-Xმპ |
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. 30-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
6. პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.“.
2. 391 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.
4. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.“.
მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ მუხლის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ მუხლის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.🔗
საქართველოს 2021 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №833 – ვებგვერდი, 30.07.2021წ.
მუხლი 3🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს 2021 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №833 – ვებგვერდი, 30.07.2021წ.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 ივნისი 2021 წ.
N671-IVმს-Xმპ