„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
„მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ მუხლის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ მუხლის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივლისი 2021 წ. N833-Vრს-Xმპ |