1.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2.შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაწესებულება იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე მისაღები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის განსაზღვრული ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს.

3.მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

4.აპლიკანტი უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს პროგრამა.

5. პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა შერჩევა, ხორციელდება ამ წესის 25-ე მუხლის მე-3  პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. თავისუფალი ადგილების შევსების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვაზე არ ვრცელდება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

7. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდ