1.ყველა პირისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, ეს თავი განსაზღვრავს პროგრამებზე  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ჩარიცხვის წესს.

2.ყველა პროგრამა, რომელზეც შესაბამის წელს გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.პირს, რომელსაც მულტიდისციპილინური გუნდის მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო პორტალზე გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4.იმ  პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მიღება შესაძლებელია პროგრამის თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციის წინასწარ თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, პროგრამაზე მისაღები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რაოდენობას დაწესებულება ასახავს ანკეტა-კითხვარში.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი გადის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შერჩევას.

6.დაწესებულება განიხილავს შესაბამისი გუნდის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

7.თუ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება  პროგრამისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს, რომელიც პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ამასთან, დაწესებულებას უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

8.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამებზე ჩარიცხვით მიზნით, დაწესებულება გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მონაცემებს ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინფორმირებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული შერჩევის პერიოდშ