ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ლეჩხუმელის“ მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.07.2021
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.10.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ლეჩხუმელის“ მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2021 წლის 7 ივლისი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ლეჩხუმელის“ მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ლეჩხუმელის“ მინიჭების წესი (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტში „საპატიო ლეჩხუმელისა“ და „ცაგერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ოქტომბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/10/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016217).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ლეჩხუმელის“
მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებაა: „საპატიო ლეჩხუმელი“ (შემდგომში – წოდება).
2. წოდების მინიჭების შესახებ წესით (შემდგომში – წესი) განისაზღვრება ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო – წოდების („საპატიო ლეჩხუმელის“) მინიჭების წესი და პირობები.
3. საპატიო წოდება ენიჭებათ:
ა) საქართველოს მოწალაქეებს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის ლეჩხუმის (დღევანდელი ადმინისტრაციული მოწყობით – ძირითადში წარმოდგენილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სახით) წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამო ლეჩხუმზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში გამორჩეული წვლილისათვის.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათის საქართველოს და ლეჩხუმის (ცაგერის მუნიციპალიტეტის) წინაშე ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. საპატიო წოდება დასტურია ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებისათვის, დამსახურების პატივიგებისა და აღიარებისა.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდების მინიჭება.
1. საპატიო წოდების მინიჭება შეუძლია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი თავისი ბრძანებით ქმნის „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ პატივისგების საბჭოს“.
3. საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.
4. მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ აქტს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ საფუძვლად უნდა ედოს პატივგების საბჭოს რეკომენდაცია.
5. საპატიო წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა. წოდების ჩამორთმევის შესახებ გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ბ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
გ) მერიის დარგობრივ სამსახურებს, ცენტრალური ხელისუფლების რეგიონალურ წარმომადგენლებს;
დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს;
ვ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა 50 კაციან ჯგუფს.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდების მინიჭების აღნიშვნა და წოდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ მერის ადმინისტრაციული აქტი საზეიმოდ ცხადდება მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე „ცაგერობა“, „ლადოობა“ და სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეებში.
2. საპატიო წოდება მინიჭებულ პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა (სიგელი) და მედალიონი წარწერით „ლეჩხუმის საპატიო მოქალაქე“.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელ რეგალიებთან (მოწმობა, მედალიონი) ერთად შეიძლება გადაცემული იქნეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო, რომელიც ასევე განსაზღვრული იქნება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სიგელების, მედალიონების და სხვა საჩუქრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მზადდება სპეციალური წიგნი, სადაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერები.