სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თბილპოლიმერის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
ფიზიკური პირი მერაბ სამადაშვილი (პ/ნ 01020002186; მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №7), როგორც სააქციო საზოგადოება სს „თბილპოლიმერის“ (საიდენტიფიკაციო/სარეგისტრაციო ნომერი: 208143855; №7ა/4-24; 12.08.1996) (შემდგომში – „საზოგადოება“) 153 470 (ასორმოცდაცამეტი ათას ოთხასსამოცდაათი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მფლობელი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 99.08066%-ს, სურვილს გამოთქვამს გამოისყიდოს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციები.
მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს „საზოგადოების“ დანარჩენი აქციონერებისაგან (მინორიტარი აქციონერებისგან) მათ საკუთრებაში არსებული „საზოგადოების“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი, მერაბ სამადაშვილი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.
„საზოგადოების“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფიზიკური პირი მერაბ სამადაშვილი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, „საზოგადოების“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოების“ აქციონერებს ეცნობება კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: „საზოგადოების“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მერაბ სამადაშვილს (პ/ნ 01020002186; მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №7) ტელ: 599 90 12 07.
მერაბ სამადაშვილი