„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/02
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/02

2021 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016174) და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულება.“;

გ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულება“;

დ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ (შემდეგში - ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ უფლებამონაცვლეს და ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის სამართალმემკვიდრეს.“;

ე) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.“

ვ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდეგში – სამინისტრო) შეთანხმებით შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ცენტრები) საქართველოში და საზღვარგარეთ;“;

ზ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით;“

თ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;

ი) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი), რომელიც უფლებამოსილია:

ა) დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატი;

ბ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურის წარდგენა;

გ) აღმასრულებელი დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად.“;

კ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;“;

ლ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;“;

მ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ვალდებულია სამინისტროს აცნობოს მისი არყოფნის პერიოდში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;“;

ნ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.“;

ო) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს.“;

პ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2021.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/02. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016002.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/02, 30.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5214308/