„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№342
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.022899
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2021 წლის 13 ივლისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2018, 330090000.10.003.020647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტყის კოდექსით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.   მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 6 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის მე-40 – 42-ე მუხლებისა და მე-9 და მე-10 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“.

3. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე (საშეშე მერქანი)), ძოვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2021.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №342. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.022899.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №342, 13.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.022899 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5215115/