ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.136.016365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 29 ივლისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში

ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 მაისის N7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი   02/06/2021. სარეგისტრაციო კოდი 010250050.136.016362 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. მოქმედების სფერო

 ეს წესი განსაზღვრავს  საქართველოს    კანონის „საქართველოს     ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა   კოდექსი“   125-ე   მუხლის   მე-8  და  მე-12−მე-16  ნაწილებით,   1254 და  1351 მუხლებით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, ხულოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და  ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის  (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული) ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს”.

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12–მე-16 ნაწილებით, 1254  და 1351 გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის და  ზედამხედველობის  სამსახურის  ან  პარკირების ორგანიზების  უფლების  მქონე  პირის  მიერ, საქართველოს  კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს  2904 მუხლის  პირველი ნაწილით  განსაზღვრულ  შესაბამის პირს  (შემდგომ – პირი)  საჯარიმო  ქვითარს  უგზავნის  ფოსტის  მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.”


მუხლი 2. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი 16.07.2017. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-12 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  4¹ პუნქტი:
,,4¹.მერის წარმომადგენლის არყოფნის ან სამსახურეობრივი უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე  მის ფუნქციებს ასრულებს იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი - სპეციალისტი“.

მუხლი 3. დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2021.
როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.07.2021. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.136.016365.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №10, 29.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016365 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5224449/