საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.08.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-1186
სარეგისტრაციო კოდი 370020000.22.023.016684
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2021
matsne.gov.ge 580 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მდგრადი დაფინანსების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 04.12.2024 სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 07.04.2021 საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.03.2023 არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.04.2023 დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 11.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1186 2021 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №222 დადგენილებით დამტკიცებული „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. „საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საინვესტიციო გეგმის განხილვის საბჭოს (შემდგომში - საბჭო) კომპეტენციას და საქმიანობის წესს. 2. საბჭოს მიზანია კოლეგიალური განხილვის საფუძველზე, საინვესტიციო გეგმაზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 3. საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ - სააგენტო) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმის განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. მუხლი 2🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. 3. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია, მოწვეულ იქნენ სპეციალური ცოდნის მქონე პირები სათათბირო ხმის უფლებით, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეაბამისად მოწვეული პირების შრომის ანაზღაურება შეადგენს საინვესტიციო გეგმის მომსახურების საფასურის ოდენობის 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარს. მუხლი 3🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი  1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საინვესტიციო გეგმის თაობაზე საბჭო უფლებამოსილია: ა) მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) გადადოს წარდგენილი საინვესტიციო გეგმის განხილვა; გ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს წარდგენილი საინვესტიციო გეგმა. 4. საინვესტიციო გეგმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თანათავმჯდომარის) ხმა. 5. საბჭოს სხდომაში საბჭოს წევრი მონაწილეობს პირადად. საბჭოს წევრი, რომელიც ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე დასწრებას, უფლებამოსილია, საბჭოს აპარატის წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. 6. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე (თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თანათავმჯდომარე) და სხდომის მდივანი. საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა პოზიცია შესაძლებელია, დაფიქსირდეს ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 7. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება საბჭოს აპარატში. 8. საბჭოს სხდომის ოქმი, მისი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება საბჭოს წევრებს მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. მუხლი 4🔗.  საბჭოს მუშაობის წესი  1. სააგენტო წარმართავს საბჭოს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. 2. საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე წარმართავს საბჭოს სხდომებს. სხდომები შესაძლებელია გაიმართოს ელექტრონული ფორმით. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თანათავმჯდომარე. მუხლი 5🔗. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა  1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საბჭოს აპარატის მეშვეობით, რომელიც შედგება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომლებისგან. 2. საბჭოს აპარატი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს შეხვედრების ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) პასუხისმგებელია სათანადო პირებისათვის საინვესტიციო გეგმისა და შესაბამისი მასალების დროულად მიწოდებასა და სხვა სახის კომუნიკაციის განხორციელებაზე; დ) პასუხისმგებელია გაუგზავნოს საბჭოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი და შესაბამისი მასალები; ე) საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საბჭოს არაწევრი ან/და სპეციალური ცოდნის მქონე პირების დასწრებას საბჭოს სხდომაზე. მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომების ორგანიზება  1. საბჭოს სხდომა ტარდება სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით განსახილველი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. 2. საბჭოს სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე. 3. ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის ხორციელდება ფოსტის, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა საშუალებით, საბჭოს აპარატის მონაწილეობით.