სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №385
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022940
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 889 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
პოტენციური ბენეფიციარი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელშიც სახელმწიფო, აჭარის ა/რ ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას
მუხლი 3
თანადაფინანსება
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები
მუხლი 3
კომპანია
შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736)
მუხლი 3
ანაზღაურება
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან შეძენის შემთხვევაში
მუხლი 3
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა
მუხლი 3
კომბაინი
კომპანიისგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი
მუხლი 3
საგრანტო დაფინანსება
პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 14.05.2020 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 15.03.2019 ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 24.04.2020 მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 28.03.2024 სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 30.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №385 2021 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.  მუხლი 2🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს  საბიუჯეტო კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის – „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების  სახელმწიფო პროგრამის“ დამატება. მუხლი 3🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის  თანადაფინანსების  სახელმწიფო პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში არაუმეტეს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის  მოძიება და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას  არაუმეტეს 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის გათვალისწინება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების  სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით. მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი   1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. სააგენტო, პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასათვისებელი თანხების მოცულობებს შეათანხმებს სამინისტროსთან. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელშიც სახელმწიფო, აჭარის ა/რ ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას; ბ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები; გ) კომპანია – შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736); დ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან შეძენის შემთხვევაში; ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა; ვ) კომბაინი – კომპანიისგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი; ზ) საგრანტო დაფინანსება – პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. მუხლი 5🔗. პროგრამის მიზნობრიობა პროგრამის მიზნობრიობაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და  კომბაინის თანადაფინანსება/ანაზღაურება. მუხლი 6🔗. პროგრამის პირობები და პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა კომპანიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინისა)  უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ  პირობებს: ა) სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე; ბ)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით. 2. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. მუხლი 7🔗. პროგრამის თანადაფინანსების/ანაზღაურების პირობები და შეზღუდვები 1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის  მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს: ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე;  ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე;  გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს. 2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ან/და კომბაინი შეძენილი იქნება კომპანიისგან  2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეადგენს: ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ  არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე;  ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს   35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე;  გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს. 3. კომპანიისგან შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და მოსავლის ამღები კომბაინის  ღირებულება არ უნდა იყოს  აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები. 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება/ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის შესასყიდად, ამ მუხლის პირობების შესაბამისად. 5. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება  წარმოადგენდეს: ა) საკუთარი ფულადი სახსრები; ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში; გ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება. 6. პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი. მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში. მუხლი 9🔗. განაცხადის მიღების, თანადაფინანსებისა და ანაზღაურების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა 1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. 2. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად. 3. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსებისა და ანაზღაურების  დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ  პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო. მუხლი 10🔗. პროგრამის მონიტორინგი ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების  დასადასტურებლად (გარდა კომპანიისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში)  სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.