,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 23 მარტის №01-22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-68/ნ |
|
2021 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 51. სამმართველოს განყოფილების უფროსი
1. სამმართველოს განყოფილების უფროსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს განყოფილებისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციას და ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებს, დავალებებს და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. №1.1 დანართის (ადმინისტრაციის დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) ,,გ“ ქვეპუნქტის:
ა.ა) ,,გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ე) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მიმართვების ადმინისტრირების მოდულიდან“ მიღებული გადაწყვეტილებების ადრესატისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;
ა.ბ) ,,გ.თ“ და ,,გ.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების მიერ დოკუმენტაციის ვადებში მომზადების პერიოდული მონიტორინგი, დაგზავნისა და ელექტრონულად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
გ.ი) მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის, და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციებისათვის პერიოდულად ინფორმაციის მიწოდების და მიღებული ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვის უზრუნველყოფა;“;
ა.გ) ,,გ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ლ) საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა - მუდმივად, ხანგრძლივად და დროებით შესანახი დოკუმენტების საუწყებო არქივში მიღება, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობა, საქმეთა აღწერების შედგენა, დროებითი სარგებლობისათვის მოთხოვნილი დოკუმენტების მოძიება, სათანადოდ გაფორმება, გაცემა, დაბრუნების უზრუნველყოფა, არქივში დაცული დოკუმენტაციის მოწესრიგების/სისტემატიზაციის მიზნით, შესაბამის პროგრამაში ასახვა;“;
ა.დ) ,,გ.ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ1) მოქალაქეების მიღების მიმართულებით:
გ1.ა) მოქალაქეთა მისაღებში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
გ1.ბ) სერვისის მიწოდების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ, შესაბამისი ბიზნეს ამოცანების ჩამოყალიბება;
გ1.გ) უფლებამოსილების ფარგლებში, განცხადების/კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია;
გ1.დ) მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება და შესრულებული დოკუმენტაციის სწრაფი გაცემის უზრუნველყოფა;
გ1.ე) მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემა;
გ1.ვ) უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
გ1.ზ) სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგის განხორციელება;
გ1.თ) საქმიანობის შესახებ, შესაბამისი პერიოდულობით სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება/დამუშავება და ხელმძღვანელი პირებისთვის წარდგენა;
გ1.ი) მისაღებში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
გ1.კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ვიზიტორთა დაშვების მიზნით, საშვების სისტემის მართვა;
გ1.ლ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტის:
გ.ა) ,,ვ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე შეხვედრების ორგანიზება;“;
გ.ბ) ,,ვ.ლ“, ,,ვ.მ“ და ,ვ.ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|